ემილი დიკინსონი - მათ მე პროზაში ჩამკეტეს, როგორც (445)
მათ მე პროზაში ჩამკეტეს, როგორც, საკუჭნაოში მკეტავდნენ ადრე სიცელქისათვის პატარა გოგოს, რადგან ითხოვდნენ ჩემგან სიწყნარეს!
რომ შეძლებოდათ განჭვრეტა ტვინის, ნახავდნენ - ფიქრებს არ ვსდებდი ლაგამს, მსგავს წარმატებით შეეძლოთ სკვინჩის ღალატისათვის საკანში ჩასმა.
თუკი ფრინველმა მოიწადინა, სატუსაღოდან ვარსკვლავის დარად თავდახსნას შეძლებს ისიც ადვილად და გაილაღებს - მეც ხომ ეს დამრჩა!
27 მაისი, 2018 წ.
Emily Dickinson - They shut me up in Prose (445)
They shut me up in Prose — As when a little Girl They put me in the Closet — Because they liked me "still" —
Still! Could themself have peeped — And seen my Brain — go round — They might as wise have lodged a Bird For Treason — in the Pound —
Himself has but to will And easy as a Star Abolish his Captivity — And laugh — No more have I —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|