დაგივიწყე_ბდი, რომ შემეძლოს დაგივიწყებდი ...
(სამი წელი იქნება, რაც გიცნობ და ამდენივეა, ალბათ, რაც მიყვარხარ... )
შენ გაფანტულ და გზააბნეულ შენს თავზე დარდობ, მე კი შენ გდარდობ, რომ შენ დარდობ,გაფანტულ გზააბნეულობაზე ან გზააბნეულ გაფანტულობაზე ან სულერთია რაზე და ვისზე. და როცა გძინავს, მე ვხედავ, სიზმარს, ეს სიყვარული როგორ გაშინებს, შუბლზე დაცვარულ შენს თმებსაც ვხედავ, გხედავ და მტკივა.
ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი შენ იყავი და იქნები მუზა. არ მენდობოდი, ვიდრე სულ ბოლოს სანაპიროსთან ჩააგდებდი უთეთრეს ღუზას. შენ უარმყავი, როგორც იმედი, ალბათ ფიქრობდი, არ გჭირდებოდი. და უარყოფილს მე გულში მკაწრავს.
მე უკვე ვიცი, რომ დაგივიწყებ მოვკვდები , მაგრამ მე დაგივიწყებ! თუნდ ამისათვის მე დამჭირდეს ჩემი ძალების უკანასკნელი ენერგია, სულ ბოლო პრანა ... და რადგან შენნაირებს არ ივიწყებენ და ვიქნები ერთადერთი , ვინც ამას შეძლებს. მე დაგივიწყებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა კეპლერ :) მადლობა კეპლერ :)
4. ეს ორივე ლექსია კარგი ერთი-მეორის მიყოლებით, ერთად და საპასუხოდ )) მომწონს ეს ორივე ლექსია კარგი ერთი-მეორის მიყოლებით, ერთად და საპასუხოდ )) მომწონს
3. როცა მხრებით ცახცახებ და ხელიც გიკანკალებს იმ წერილის წერის დროს, უკანასკნელი რომ გგონია და ბოლოდან მეორე აღმოჩნდება
როცა მშვენივრად იცი , რომ ბოლო წერილიც ისეთი იქნება , როგორიც ბოლოსწინა და შენ მაინც წერ.
მის თვალებში გაუცნობიერებელ ზიზღს ხედავ და ყველაფერი გტკივა გულის გარდა, რადგან შენი გული უკვე დაცლილია და ტკივილი აღარ შეუძლია
და წერ, როგორ "მიატოვე საკუთარი თავი"..... მერე უკან მოხედვის აღარ გეშინია როცა მხრებით ცახცახებ და ხელიც გიკანკალებს იმ წერილის წერის დროს, უკანასკნელი რომ გგონია და ბოლოდან მეორე აღმოჩნდება
როცა მშვენივრად იცი , რომ ბოლო წერილიც ისეთი იქნება , როგორიც ბოლოსწინა და შენ მაინც წერ.
მის თვალებში გაუცნობიერებელ ზიზღს ხედავ და ყველაფერი გტკივა გულის გარდა, რადგან შენი გული უკვე დაცლილია და ტკივილი აღარ შეუძლია
და წერ, როგორ "მიატოვე საკუთარი თავი"..... მერე უკან მოხედვის აღარ გეშინია
1. ორიგინალურობის გამო ჩახლართული დასაწყისი ამ შემთხვევაშ ვერ ამართლებს და მუზისა და ღუზის გარითმვაც ვერაა კარგი საქმე.'საბოლოოდ გაბრაზებული თინეიჯერის დღიურივითაა.
ორიგინალურობის გამო ჩახლართული დასაწყისი ამ შემთხვევაშ ვერ ამართლებს და მუზისა და ღუზის გარითმვაც ვერაა კარგი საქმე.`საბოლოოდ გაბრაზებული თინეიჯერის დღიურივითაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|