დღეს ერის სულიერ მამასთან შვილმკვდარი მამა მიდის... დაე, ეს არ იყოს ორი შვილმკვდარი მამის შეხვედრა!
ეს ჩემი ლექსი ძველია და შვილმკვდარი მამის თემაზეა. საფუძვლად უდევს მხატვარ შალვა მატუაშვილის ნაამბობი, ერთი ავტობიოგრაფიული მომენტი. Shalva Matuashvili
ნინო დარბაისელი
წახველ - - - -
არ გამიგია სიკვდილი შენი, არც ის, რომ მიგყვა მამა, რომ ჩამოინგრა შენი ნაშენი, ცოლმა დღე დაიღამა, რომ დედაშენი გონს აღარ არის, ჩავარდნილია უკვე. არ ავიწყდება შენი არავის სიყმე თუ სიჭაბუკე. ქიზიყში ზაფხულს გასვლია ყავლი, გზად შევეყრები ურთხმელს, ვხედავ დედაშენს, წყაროსკენ ავლილს, ვხედავ მამაშენს უთქმელს. გხედავ საღამოს ჯარში მიმავალს. ის მამაშენი მიხა, შემოუერთდა სუფრას ხალხმრავალს, გითხრა:- მაშ ეგრე! მიხვალ? და როცა ორი გავიდა წელი, ჩვენ მოგეგებეთ ოხერს, კართან დატოვა პირბასრი ცელი: -ბიჭო, რა ჰქენი, მოხველ? ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
ჩემი რა გითხრა! ვერ ვარჩევ დღემდე ურთხმელს, მოცვსა თუ მოცხარს. ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არა... აქ უჩემობა შეიძლებოდა კაცო? ნათელში იყოს მიხა ნათელში. სულ რომ არაფერი იმ სამი სიტყვის გამო ეკუთვნის მიხას ნათელი ავტორს კი ხუთიანი. არა... აქ უჩემობა შეიძლებოდა კაცო? ნათელში იყოს მიხა ნათელში. სულ რომ არაფერი იმ სამი სიტყვის გამო ეკუთვნის მიხას ნათელი ავტორს კი ხუთიანი.
9. უჰ, რა კარგი ლექსია! უჰ, რა კარგი ლექსია!
8. გილოცავთ ქალბატონო ნინო ამ დიდ მიღწევას. ვფქრობ აუცილებლად უნდა შეატყობინით საქართველოს მწერალთა კავშირს, საქართველოს კულტურის სამინისტროს,ელექტრონულ პრესას და ტელევიზიებს. ახლა ეს ხელმისაწვდომია ინტერნეტის წყალობით.
ვფიქრობ ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს აქ და ნუ იქნებით თავმდაბალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამაზე უნდა იყვიროთ ისე რომ იქედან აქეთ გაიგოს ყველამ. :)
+ ++ ახლა ლექსზე : უბრალოდ ძალიან მაგარია, ზუსტად ისეთი, კახელი კაცი რომ იტყვის. 5.
გილოცავთ ქალბატონო ნინო ამ დიდ მიღწევას. ვფქრობ აუცილებლად უნდა შეატყობინით საქართველოს მწერალთა კავშირს, საქართველოს კულტურის სამინისტროს,ელექტრონულ პრესას და ტელევიზიებს. ახლა ეს ხელმისაწვდომია ინტერნეტის წყალობით.
ვფიქრობ ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს აქ და ნუ იქნებით თავმდაბალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამაზე უნდა იყვიროთ ისე რომ იქედან აქეთ გაიგოს ყველამ. :)
+ ++ ახლა ლექსზე : უბრალოდ ძალიან მაგარია, ზუსტად ისეთი, კახელი კაცი რომ იტყვის. 5.
7. არასოდეს დამავიწყდება ეს ლექსი.გმადლობთ. არასოდეს დამავიწყდება ეს ლექსი.გმადლობთ.
6. იშვიათად დახვეწილი! დიდი ემოციების ასე სიზუსტით, გადაუჭარბებლად გადმოცემა, ნიჭია მართლაც. იშვიათად დახვეწილი! დიდი ემოციების ასე სიზუსტით, გადაუჭარბებლად გადმოცემა, ნიჭია მართლაც.
5. მადლობა, ჩემო კარგებო! მამხნევებს თქვენი ყოველი გამოხმაურება. ნიკი, ეს ლექსი ძველია, დღევანდელმა სიტუაციამ გამახსენა. აკადემიას რაც შეეხება, ჯერ არ ვაპირებდი დასტურის გაგზავნას, მერე ახლობლებს დავუჯერე, ეს ამბავი მარტო შენთვის კი არა, შეიძლება, ჩ ვენი ლიტერატურისთვის იყოს კარგიო. მოკლედ, დავთანხმდი და სწორედ დღეს მივიღე. ოფიციალური საბუთი. ანუ შეგიძლიათ, ოფიციალურადვე მომილოცოთ... ამერიკის პოეზიის აკადემიის ასოცირებული წევრობა .... ერთი პატარა თუ დიდი ,, ნო” ახლავს ამ სასიხარულო ამბავს.. აკადემიის ასოცირებული წევრი ვარ , როგორც დოქტორ ნინო სტრონი - კრიტიკოსი და არსად ჩანს ნინო დარბაისელი - ქართველი პოეტი... არც პიროვნება, ანუ აღარც იურიდიულად, აღარც პოეტად, აქ ნინო დარბაისელი აღარ არსებობს, მანდ ხომ ისედაც, ორიოდ პირადი მეგობრისა და თქვენ გარდა, როგორც დ. გურამიშვილი იტყოდა, ცოცხალი არვის ვახსოვარ, მკვდარს ვიღა მამიგონებსა” მადლობა, ჩემო კარგებო! მამხნევებს თქვენი ყოველი გამოხმაურება. ნიკი, ეს ლექსი ძველია, დღევანდელმა სიტუაციამ გამახსენა. აკადემიას რაც შეეხება, ჯერ არ ვაპირებდი დასტურის გაგზავნას, მერე ახლობლებს დავუჯერე, ეს ამბავი მარტო შენთვის კი არა, შეიძლება, ჩ ვენი ლიტერატურისთვის იყოს კარგიო. მოკლედ, დავთანხმდი და სწორედ დღეს მივიღე. ოფიციალური საბუთი. ანუ შეგიძლიათ, ოფიციალურადვე მომილოცოთ... ამერიკის პოეზიის აკადემიის ასოცირებული წევრობა .... ერთი პატარა თუ დიდი ,, ნო” ახლავს ამ სასიხარულო ამბავს.. აკადემიის ასოცირებული წევრი ვარ , როგორც დოქტორ ნინო სტრონი - კრიტიკოსი და არსად ჩანს ნინო დარბაისელი - ქართველი პოეტი... არც პიროვნება, ანუ აღარც იურიდიულად, აღარც პოეტად, აქ ნინო დარბაისელი აღარ არსებობს, მანდ ხომ ისედაც, ორიოდ პირადი მეგობრისა და თქვენ გარდა, როგორც დ. გურამიშვილი იტყოდა, ცოცხალი არვის ვახსოვარ, მკვდარს ვიღა მამიგონებსა”
4. კარგი ლექსია ქალბატონო ნინო გედოთ ალბათ აქ, თითქოს წაკითხული მაქვს.
ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
მოგიკითხავთ ქალბატონო ნინო რას შვრება თქვენი აკადენიკოსის ტიტული? დათანხმდით და მოგანიჭეს ოფიციალურად თუ ჯერ არა? კარგი ლექსია ქალბატონო ნინო გედოთ ალბათ აქ, თითქოს წაკითხული მაქვს.
ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი. გადმოუცია მნახველს, საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი: -რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?
მოგიკითხავთ ქალბატონო ნინო რას შვრება თქვენი აკადენიკოსის ტიტული? დათანხმდით და მოგანიჭეს ოფიციალურად თუ ჯერ არა?
2. დიდი ტკივილი ზუსტად მოძებნილი სიტყვებით გადმოცემული. 5. დიდი ტკივილი ზუსტად მოძებნილი სიტყვებით გადმოცემული. 5.
1. ძალიან მომეწონა, ნამდვილი ქიზიყელი კაცის ტკივილი. მკვლელობა ადამიანებს შორის საშინელებაა. ძალიან მომეწონა, ნამდვილი ქიზიყელი კაცის ტკივილი. მკვლელობა ადამიანებს შორის საშინელებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|