ნინო დარბაისელი
საქართველოში - - - - -
ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს. საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მეძავს.- ამბობს მეძავი, ქუჩა-ქუჩა დაეძებს მუშტარს და მთელი ყოფა მოღერებულად ჰქცევია მუშტად.
ცას მთა-გორები თითქოს სილით გადაულესავს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მლექსავს- ჯავრობს პოეტი, ეძალება ღვინოს და თრიაქს, პოეტთა ყოფა დროს თავდაღმა ნიაღვრად მიაქვს.
საცაა, ღამე დედამიწას ბნელით დაფარავს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მპარავს- დარდობს ქურდი და ქურდის ქურდი ქურდს ემტერება, მათგან მოელის მთელს ქვეყანას გადამტვერება.
წამოყრის ღამე ძველ ტკივილებს, ჯერ მოუშუშარს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მუშას. ამბობს მუშა და უფულობა უცებ ახელებს, ამაო შრომით მიმობეჟილს დახედავს ხელებს.
ცაზე იმხელა მთვარე გორავს, დოლაბს ეტოლვის. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ლტოლვილს.- ამბობს ლტოლვილი, გაღუნულ ლურსმნებს შინ ეზიდება. სამშობლოვ ჩემო, ზეცას ასწვდა შენი დიდება!
აცივდა, ცაში ანგელოზებმა უმატეს ხველას. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ყველას.- ამბობს ყველა და ყველა ყველას მტრად ეკიდება. ცხრავე ცას ასცდა, სამშობლოვ ჩემო, შენი დიდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. 5 ვუერთდები: ეს განწყობა უფრო სათანადოა დღესდღეობით, ვიდრე ,,ყველაზე კარგები ჩვენ ვართ " - ის ძახილი, რომელიც უადგილობის გარდა სხვა ადგილს ვერ იპოვის, ან იპოვის და დაღამდება - ქვამოხდენილობამოხდენილი. თვითონ ლექსზე მირჩევნია პირადში მოგწეროთ, თუ ისურვებთ. 5 ვუერთდები: ეს განწყობა უფრო სათანადოა დღესდღეობით, ვიდრე ,,ყველაზე კარგები ჩვენ ვართ " - ის ძახილი, რომელიც უადგილობის გარდა სხვა ადგილს ვერ იპოვის, ან იპოვის და დაღამდება - ქვამოხდენილობამოხდენილი. თვითონ ლექსზე მირჩევნია პირადში მოგწეროთ, თუ ისურვებთ.
25. მომეწონა,წარმატებები :) მომეწონა,წარმატებები :)
24. მომეწონა,წარმატებები :) მომეწონა,წარმატებები :)
23. ზუსტად ასე როგორ იწუწუნა ტაქსისტმა. მაინტერესებს ძალიან.
ზუსტად ასე როგორ იწუწუნა ტაქსისტმა. მაინტერესებს ძალიან.
22. არადა კარგი ლექსია მშვენიერი
მართლა ასეა ზუსტად ასე იწუწუნა ტაქსისტმა გუშინ თუ გუშინწინ :)
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე სიტუაციაა ზოგადად საქართველოში და ეს წუწუნიც ამისგანაა. და გზაც არა ჩანს, რაც ყველაზე ცუდია
მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო
არადა კარგი ლექსია მშვენიერი
მართლა ასეა ზუსტად ასე იწუწუნა ტაქსისტმა გუშინ თუ გუშინწინ :)
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე სიტუაციაა ზოგადად საქართველოში და ეს წუწუნიც ამისგანაა. და გზაც არა ჩანს, რაც ყველაზე ცუდია
მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო
21. მელექსე შეიძლება გახდე ადამიანი, მაგრამ პოეტი ვერ გახდები პოეტებად იბადებიან
მელექსე შეიძლება გახდე ადამიანი, მაგრამ პოეტი ვერ გახდები პოეტებად იბადებიან
20. დ))) რი ო? დ))) რი ო?
19. რა ტუფლის კემსვა, აწი, ანდა რაის ბალანსი! ჩაკარგული ვართ ვალებში , როგორც რწყილი ბალანში.
რა ტუფლის კემსვა, აწი, ანდა რაის ბალანსი! ჩაკარგული ვართ ვალებში , როგორც რწყილი ბალანში.
18. ირაკლი ასლანიკაშვილს
ეს რა ყოფილა პოლიტიკა, ერი დაყვერა, მნე და მეწაღე კი არა და, გადადგა ყველა. ირაკლი ასლანიკაშვილს
ეს რა ყოფილა პოლიტიკა, ერი დაყვერა, მნე და მეწაღე კი არა და, გადადგა ყველა.
17. გადადგეს ყველა. კაააააააააა :D გადადგეს ყველა. კაააააააააა :D
16. ღვინომ იღვინოს, ჭურმა იჭუროს, ტიკმა იტიკოს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება პოლიტიკოსს. მნე ტუფლებს კემსავს, მეწაღე კი ბალანსებს ადგენს, არეულია მონასტერი, ყველა გადადგეს!!! :) ღვინომ იღვინოს, ჭურმა იჭუროს, ტიკმა იტიკოს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება პოლიტიკოსს. მნე ტუფლებს კემსავს, მეწაღე კი ბალანსებს ადგენს, არეულია მონასტერი, ყველა გადადგეს!!! :)
15. მადლობა, ჩემი კარგებო! ყოველი თქვენგანის ნებისმიერი გამოხმაურება ღირებული და დასაფიქრებელია ჩემთვის. ელადასგან გამიკვირდა - უნდა გამოვტყდე. ნამდვილად კარგ, ალღოიან მკითხველად ვიცნობ. ალბათ ლექსის წაკითხვისას დაღლილი იყო ან განწყობა ჰქონდა რაღაც სხვის გამოავლინა შეცვლილი. საქართველოს დიდება მეცხრე ცას ასცდა- მეთქი, რომ ვამბობ, ეს ხომ სამწუხარო, მწარე ირონიაა და არა ფაქტის კონსტატაცია. მადლობა, ჩემი კარგებო! ყოველი თქვენგანის ნებისმიერი გამოხმაურება ღირებული და დასაფიქრებელია ჩემთვის. ელადასგან გამიკვირდა - უნდა გამოვტყდე. ნამდვილად კარგ, ალღოიან მკითხველად ვიცნობ. ალბათ ლექსის წაკითხვისას დაღლილი იყო ან განწყობა ჰქონდა რაღაც სხვის გამოავლინა შეცვლილი. საქართველოს დიდება მეცხრე ცას ასცდა- მეთქი, რომ ვამბობ, ეს ხომ სამწუხარო, მწარე ირონიაა და არა ფაქტის კონსტატაცია.
14. ლამაზი და შინაარსიანი! ლამაზი და შინაარსიანი!
13. ვკითხულობდი და ვფიქრობდი, შემდეგი ქვა მოხვდება ბანკირს, ხოლო მომდევნო, აფთიაქარს... და ყველას მოხვდა : ).
კარგი იყო და სწორი.
ვკითხულობდი და ვფიქრობდი, შემდეგი ქვა მოხვდება ბანკირს, ხოლო მომდევნო, აფთიაქარს... და ყველას მოხვდა : ).
კარგი იყო და სწორი.
12. კარგი ლექსია ....5 კარგი ლექსია ....5
11. მე აქ ბევრად უკეთესი ლექსები მინახავს, ვეთანხმები მე-6 კომენტარის ავტორს ვეთანხმები, მე მგონი მეცხრე ცას კი არა ჯოჯოხეთის მერვე გარს გავცდებით, გაღუნულ ლურსმანს თუ სახლში ვეზიდები, დიდებაზე ლაპარაკი მეზედმეტება. მე აქ ბევრად უკეთესი ლექსები მინახავს, ვეთანხმები მე-6 კომენტარის ავტორს ვეთანხმები, მე მგონი მეცხრე ცას კი არა ჯოჯოხეთის მერვე გარს გავცდებით, გაღუნულ ლურსმანს თუ სახლში ვეზიდები, დიდებაზე ლაპარაკი მეზედმეტება.
10. ისე დაიწყო რო უბრალოდ შემებრალა შემდგომი იდეისთვის და საერთოდ. უმაგრესი დასწყისი რომელზეც იოცნებებდა ბევრი ავტორი, რომ ლექსი ეგრე დაეწყო. იმედი მაქვს სწორად გამიგებთ და მომიტევეთ ქალბატონო ნინო. ისე დაიწყო რო უბრალოდ შემებრალა შემდგომი იდეისთვის და საერთოდ. უმაგრესი დასწყისი რომელზეც იოცნებებდა ბევრი ავტორი, რომ ლექსი ეგრე დაეწყო. იმედი მაქვს სწორად გამიგებთ და მომიტევეთ ქალბატონო ნინო.
9. მომიტევეთ... მეექვსე კომენტარს ვეთანხმები! ლექსებიც იმ "უვარგისობებით" თუ ავავსეთ რასაც ზოგჯერ ხალხს უიგივებენ, სულიერებასაც უკურნებელ სენს შევყრით! უიმედობას შევხიზნავთ და ამ ლექსივით დავაკარგიებთ ვარგისიანობას; რაც პირველივე სტროფში გამოიკვეთა.
მომიტევეთ... მეექვსე კომენტარს ვეთანხმები! ლექსებიც იმ "უვარგისობებით" თუ ავავსეთ რასაც ზოგჯერ ხალხს უიგივებენ, სულიერებასაც უკურნებელ სენს შევყრით! უიმედობას შევხიზნავთ და ამ ლექსივით დავაკარგიებთ ვარგისიანობას; რაც პირველივე სტროფში გამოიკვეთა.
8. საუკეთესო ლექსია. საუკეთესო ლექსია.
7. რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მართლაც ქვა რომ ხვდებოდეს... ჩვენ ხო ქართველები ვართ, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ! არც საკუთარ არც სხვის გამოცდილებას არ ვიზიარებთ. "არც შენ იცოდე ,არც სხვისი გესმოდეს"ო ,თუ როგორაა ეს ანდაზა. ასე ვართ. რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მართლაც ქვა რომ ხვდებოდეს... ჩვენ ხო ქართველები ვართ, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ! არც საკუთარ არც სხვის გამოცდილებას არ ვიზიარებთ. "არც შენ იცოდე ,არც სხვისი გესმოდეს"ო ,თუ როგორაა ეს ანდაზა. ასე ვართ.
6. სხივს ღრუბელი გამოუძენძავს - ძალიან საინტერესოა დანარჩენი არვიცი ალბათ ბევრისთვის გასაკვირად არ მომეწონა. სხივს ღრუბელი გამოუძენძავს - ძალიან საინტერესოა დანარჩენი არვიცი ალბათ ბევრისთვის გასაკვირად არ მომეწონა.
5. ძნელია ასეთ თემაზე მხატვრულად წერო. ჩემი აზრით გამოგივიდათ. პირველივე ტაეპიდან - ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს... ძნელია ასეთ თემაზე მხატვრულად წერო. ჩემი აზრით გამოგივიდათ. პირველივე ტაეპიდან - ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს...
3. აჰ..........გალაკტიონოლოგს ასეთი ლექსი არ ეკადრება)) აჰ..........გალაკტიონოლოგს ასეთი ლექსი არ ეკადრება))
2. რა თქმა უნდა სათავფურცლე! რა თქმა უნდა სათავფურცლე!
1. ვკითხულობდი და ვფიქრობდი, შემდეგი ქვა მოხვდება ექიმს, ხოლო მომდევნო, აუცილებლად მოხვდება ვექილს,...და ჰა, მოხვდება ყველას. ძაან ლექსია! ვკითხულობდი და ვფიქრობდი, შემდეგი ქვა მოხვდება ექიმს, ხოლო მომდევნო, აუცილებლად მოხვდება ვექილს,...და ჰა, მოხვდება ყველას. ძაან ლექსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|