ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2018


ასეთ დროს...

იფიქრებდი რომ მასზე შენივე ნებით
წარსულ დროში  დაწერდი?
ინატრებდი, რომ წარსული დრო
დაუწყებლად დამთავრებულიყო?
გამოგივიდა,....
რომ მომავალიც
ათასჯერ უფრო ექსცენტრული
და შოკური  იყოს, როგორც ის ვნება
წარსულიდან მომავალში  გადასროლილი!

არსებობენ მამაკაცები, ვამპირები...
შეხვედრამდე ქალის ფეხებქვეშ "დაფენილი"
აქტის დროს ვნებამორეული, დორბლიანი,
ჰორმონების მონა მამაკაცები.
შეხვედრის მერე  შორს გამდგარი, ჭკუის  კოლოფები,
ვნებადამცხრალნი,  წუწუნისგან ახორკლილები.
მარიტასათვის ლაფის სროლით გატაცებულნი,
საულვაშეზე საციციკორე ღიმილით და
ცოლის ერთგულებაში დარწმუნებულები...

იფიქრებდი, რომ მასზე შენივე ნებით
წარსულ დროში დაწერდი?
რომ მისი თესლი  ისევ აგიწვავდა საშოს
როგორც ის  ცრემლი,
შენი თვალებიდან გადმოდინებული?!
შეხვედრამდე  "ქალწულის თვალებად"
არა
"ქალღმერთის ნუშებად" მონათლულებიდან...












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები