 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2018 |
დავდივარ, ვეძებ თავაუღებლად სადღაც დაკარგულ უბრალოებას. ცა ამოლესეს შავმა ღრუბლებმა და მზის გარეშე უკვალო ძებნას
აზრს უნარჩუნებს მხოლოდ იმედი, მაგრამ ჩვენს დროში იმედზე წერას თუკი გაბედავ, ან დაგცინებენ ან გაგკლანჭავენ, როგორც თაგვს - ძერა.
რა ვქნა?! - თან მინდა დროს ავედევნო და გავერიო მის მარაქაში. ვისიამტკბილო მეც, კი არ ვევნო, დავდგე სიოში და არა ქარში.
მაგრამ ვიცი, რომ ეგ დროც, წრიული, მოკვდება, რადგან მატერიაა! რადგან არ არის მარადიული, ისიც ნაცარი და მტვერია... და...
ასეა, თურმე, რაც უფრო ბნელა, მით უფრო მეტად ცოცხლობს იმედი. ამასობაში, მეც, ნელა-ნელა, დასასრულისკენ ლექსის მივედი, -
სადაც დაკრაგულ უბრალოებას ვაგნებ, ურყევი იმედის ფასად … მზის სხივმა ღრიჭო გამოუძებნა შავი ღრუბლებით შელესილ ფასადს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგი ბიჭი ხარ ბენ-ჰურ, ჩემს მოკრძალებულ შენიშვნაზე ასე სწორად რომ რეაგირებ, ეს შენი შემოქმედებითი ზრდის საწინდარია! რა კარგი ბიჭი ხარ ბენ-ჰურ, ჩემს მოკრძალებულ შენიშვნაზე ასე სწორად რომ რეაგირებ, ეს შენი შემოქმედებითი ზრდის საწინდარია!
9. მადლობა, თანანა. მტვერია - ეს წაკითხვისას სწორდება და მომწონს ასე რომ არის. ფასადი კი, ცის რომ არის, ეგ არ გამოჩნდება მასე. მაინც მივუბრუნდები დაბეჭდვამე :) ♡♡♡ მადლობა, თანანა. მტვერია - ეს წაკითხვისას სწორდება და მომწონს ასე რომ არის. ფასადი კი, ცის რომ არის, ეგ არ გამოჩნდება მასე. მაინც მივუბრუნდები დაბეჭდვამე :) ♡♡♡
8. ჩემო ბენ -ჰურო, პირველი ორი სტროფი უფრო გამართულია და მიუხედავად მძიმე განწყობისა, უფრო მსუბუქად იკითხება რითმა-რიტმის თვალსაზრისით... "მატერიაა-მტვერია-ს ჭირდება ხელის შევლება... ბოლო სტროფში ასე უკეთ წამეკითხა - "შავი ღრუბლებით შელესილ ფასადს", უფრო შემსუბუქდა სტრიქონი, აბა, ნახე... მთლიანობაში საინტერესო შინაარსი აქვს. ჩემო ბენ -ჰურო, პირველი ორი სტროფი უფრო გამართულია და მიუხედავად მძიმე განწყობისა, უფრო მსუბუქად იკითხება რითმა-რიტმის თვალსაზრისით... "მატერიაა-მტვერია-ს ჭირდება ხელის შევლება... ბოლო სტროფში ასე უკეთ წამეკითხა - "შავი ღრუბლებით შელესილ ფასადს", უფრო შემსუბუქდა სტრიქონი, აბა, ნახე... მთლიანობაში საინტერესო შინაარსი აქვს.
7. იმედს ვერ გამიცრუებთ, რადგან არც მქონია :)
თქვენც და მეც ფრაზის ბოლოში დაგვავიწყდა მიწერა: "ჩემი აზრით"
მარადიულობას რაც შეეხება, კარგად მახსოვს, სკოლაში ფილოსოფიურ საწყისებს რომ გვასწავლიდნენ, იყო ასეთი კითხვა ( ფილოსოფიის მარადიული კითხვაო, მგონი ასე თქვა მასწავლებელმა) :
იყო თუ არა ისეთი დრო, როცა არ იყო დრო? პასუხი ცალსახად უარყოფითია, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაში ისმება კითხვა -როდის? რაზეც პასუხი, წინა პასუხის უარყოფაა :)
იმედს ვერ გამიცრუებთ, რადგან არც მქონია :)
თქვენც და მეც ფრაზის ბოლოში დაგვავიწყდა მიწერა: "ჩემი აზრით"
მარადიულობას რაც შეეხება, კარგად მახსოვს, სკოლაში ფილოსოფიურ საწყისებს რომ გვასწავლიდნენ, იყო ასეთი კითხვა ( ფილოსოფიის მარადიული კითხვაო, მგონი ასე თქვა მასწავლებელმა) :
იყო თუ არა ისეთი დრო, როცა არ იყო დრო? პასუხი ცალსახად უარყოფითია, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაში ისმება კითხვა -როდის? რაზეც პასუხი, წინა პასუხის უარყოფაა :)
6. ამ, კარგი ლექსის კითხვისას უხერხულობას ქმნის "ისიც ნაცარი და მტვერია" - ს რიტმიდან ამოვარდნა. სულ ერთი მარცვლით გამდიდრებას ადვილად მოახერხებს ავტორი
ამ, კარგი ლექსის კითხვისას უხერხულობას ქმნის "ისიც ნაცარი და მტვერია" - ს რიტმიდან ამოვარდნა. სულ ერთი მარცვლით გამდიდრებას ადვილად მოახერხებს ავტორი
5. შევცვალე, მაგრამ "დალშე" იმედი უნდა გაგიცრუო: დრო დიახაც არის მატერია, არ არის მარადიული და მით უმეტეს ღმერთი ;) შევცვალე, მაგრამ "დალშე" იმედი უნდა გაგიცრუო: დრო დიახაც არის მატერია, არ არის მარადიული და მით უმეტეს ღმერთი ;)
4. ვეტანხმები ქალბატონ ნინას შველა უნდა მაგ სტრიქონს და სტროფსაც კი მე ვიტყოდი
დრო მატერია არაა დრო მარადიულია დრო ღმერთია :) ვეტანხმები ქალბატონ ნინას შველა უნდა მაგ სტრიქონს და სტროფსაც კი მე ვიტყოდი
დრო მატერია არაა დრო მარადიულია დრო ღმერთია :)
3. მადლობა დამავიწყდა :) მადლობა დამავიწყდა :)
2. მტვერს არაფერი ეშველება, წაკითხვაში (ხმარებაში) გაიწევს და მეორე შენიშვნას სიამოვნებით ვიღებ და შევცლი კიდეც, კიდევ ერთი კაციც თუ იტყვის მტვერს არაფერი ეშველება, წაკითხვაში (ხმარებაში) გაიწევს და მეორე შენიშვნას სიამოვნებით ვიღებ და შევცლი კიდეც, კიდევ ერთი კაციც თუ იტყვის
1. ისიც ნაცარი და მტვერია... ამ სტრიქონს უშველე. დასასრულისკენ, ლექსის, მივედი. მაპატიე. :) უბრალოება კარგი რამეა, და მეც უბრალოდ „დაგაპლიუსე“ ისიც ნაცარი და მტვერია... ამ სტრიქონს უშველე. დასასრულისკენ, ლექსის, მივედი. მაპატიე. :) უბრალოება კარგი რამეა, და მეც უბრალოდ „დაგაპლიუსე“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|