ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2018


ხიზანი

მე ხიზანი ვარ, ამ სამყაროს შეკედლებული,
უიჯაროდ მაქვს აღებული ფართი უფლისგან,
დროებითი ვარ, ცის სურნელით გაჯერებული
მზის სამოსელში გახვეული თბილი ქუჩიდან.
მე მდიდარი ვარ, ქართლის მთებს ვფლობ, მთებს სამოთხის დარს,
ეს ზღვაც ჩემია მქუხარე და შეუნისლავი,
ჩემს სახლს ღირსებით გაჟღენთილი დიდი კარი აქვს
ყველა სტუმრისთვის შეღებული, შეუნიღბავი.
მე სამართალის ბილიკზე მაქვს პატარა ოდა,
ეზოს სიკეთის სუნი ასდის თავბრუდამხვევი,
ყველა ოთახში ირეკლება ქართული ყოფა
მკლავმაგარ, მამაც, სიტყვიანი კაცის სახელით.
მე სხვაგვარადაც მდიდარი ვარ, თუმც ვაი ამ განძს
დღეს მეგობრებზე უფრო მეტი მტერი მყავს ახლო,
იმ ქართველობის პირფერობა მწიწკნის და თან მკლავს
ქართულს რომ არად დაგიდევთ და უცხოს კი ამკობს.
ვაი ასეთ სულს, ამ სიმდიდრეს, გადაბირებას,
ვაი ცუდ მოდას გადაყოლილ უსულო პრანჭვას,
ვაი სამოთხის ძალისძალით დაბინძურებას,
უნიჭო ჭიდილს ძირმაგარი ფესვების ძალთან...
მე ხიზანი ვარ უბრალო და მართალი სულით,
შენც ამ სამყაროს დროებითი, მცირე მდგმური ხარ,
გაგვმართლებია საქართველოს მტკიცე წარსულით,
ჰოდა დავიცვათ ეს სიმდიდრე უცხო რჯულისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები