ბაშარ ალ-ასადი: "რაც დღეს ხდება ეს ისტორიაა, რომელსაც სირიის მოქალაქეები წერენ" ............................................................
ჩამოიფერფლა ყველა ის ხე, სადაც ოდესღაც, ჩვენი სულები, ელფებივით ისხდნენ უჩინრად. არაფრისმთქმელი გემო ჰქონდა, მაშინ ცხოვრებას, როდესაც კოცნით მოგაშორე სისხლი ტუჩიდან.
მე კი ამ დილით გამოვედი იმავ ქუჩიდან, სადაც წარსულში ვაცილებდით ღამეს გატეხილს და დედაშენი საწყალობლად ქუჩას უვლიდა, იქნებ ვიღაცამ გაიღოსო პურის ნატეხი და დენთის სუნი შევიგრძენი, სადღაც გულიდან...
სიკვდილი მაინც ის გულწრფელი პერფორმანსია, რომელსაც სულაც არ უხდება, დადგმა წინასწარ. აქ ზედმეტია ყველა ცრემლი და ოვაცია და ბოლო სიტყვა ამ სცენარში არის - მიყვარხარ.
გოგოს აიშეს და ბიჭს, ალბათ ასანს ვარქმევდით. რაა ის ომი, სიყვარული რომ არ წალეკოს. ვინ რას გვემართლა?! რად მოვიდა?! ან რას ვართმევდით?! დაგვასაფლავეს და დაგვადეს ლოდად ალეპო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ნინა მადლობა ნინა
3. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
2. მადლობა ირაკლი. გავასწორე. მადლობა ირაკლი. გავასწორე.
1. ბოლოში დაგვადგეს გიწერია, გიო, სავარაუდოდ დაგვადეს უნდა იყოს და შეასწორე. ლოდივით დამძიმდა ბოლოს მართლაც ბოლოში დაგვადგეს გიწერია, გიო, სავარაუდოდ დაგვადეს უნდა იყოს და შეასწორე. ლოდივით დამძიმდა ბოლოს მართლაც
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|