ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2018


*******

სიცოცხლე...
წყალს ჯერაც არ წაუღია! გრძნობები...
შენამდე მოსატანია!
სირთულე...
ეს გაყინული ფიფქია!
სიშმაგე...
სულმკვდარი ანგელოზია!

ნოტად აწყობილ გრძნობაზე,
ვკრიფე მარკესის სურნელი,
შეუმჩნეველი...უბრალო...
ლამაზიცა და მზრუნველიც...

სათუთად კალმით მოგაბნიე,
ფურცელზე სადაც ნისლებია,
მანდაც ახლანდელი უშენობის,
მონატრებები მკვიდრდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები