ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2018


არ დაიჯერო

არ დაიჯერო თუკი გეტყვიან აღარ მიყვარხარ,
შენს სულში დღემდე ვხედავ ქაოტურად ტემბრულ არიებს,
არ დაიჯერო თუკი გეტყვიან რომ კვლავაც ვუძლებ,
გიშრისფერ თვალებს! პირველ ნახვაზე რომ გადამრიეს...
დაიჯერე რომ შენი პოლუსი ჩემთან ახლოა,
როგორც არასდროს გაიყოფიან ინი-იანი,
დაიჯერე რომ ,,როგორც არასდროს'' მუდამ იქნება,
ვიდრე ვიქნებით:მე ჩრდილი,შენ კი მხარე მზიანი...
კულულ-ასხმულო გეტრფოდი ადრეც,ახლაც და მერეც
მზიან დილაში ვარდსაც ზოგჯერ ეკალი სცვივა,
წამოდი ჩემთან,ქოხი მიდგას უღრანში მერეთს,
თორემ ზაფხულში ჩემს ხელებსაც უშენოდ სცივათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები