ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2018


მე შენ გაჩუქებ იებს..

-მე შენ გაჩუქებ იებს..
ოღონდ ქოთანში, რომ არ დაგიჭკნეს..
სურნელი მისი გაგილამაზებს
უფერულ სივრცეს..

ვინ თქვა რომ ბიჭებს ყვავილები არ უხარიათ?!
და არ უვლიან წყურვილისგან დასიცხულ ფოთლებს?!
ხშირად მათთანაც  ფაქიზ ყვავილს გაუხარია,
ნაზად, თავდახრილთ შეუვლია პოზები, მდორედ..
მაინც მჯერა რომ უკეთ შეძლებ მათ მფარველობას..

ყოველდღიურად?!
დილა-საღამოს უნდა ეფერო..

წარმოვიდგინე..
ეს თითები მათ მტვერს აშორებს.
ყოველ მისვლაზე დამინახავ მერე, ესეთ დროს..
მირაჟად ქცეულს ვერანდაზე
შემომღიმილებ..

მინდა პერანგზე დაგიკერო მომძვრალი ღილი..
ოღონდ ვეძებო ბევრი, სანამ მსგავსებას ვნახავ..
შენ ოთახებში მოღეღილი გულ-მკერდით ივლი
და მომღიმარედ გადმომხედავ საქმეში ჩამძვრალს..

დაიწუწუნებ, რომ წამებით გამყავს წუთები
და თუ დროულად გაგიშვებდი მოწესრიგებულს,
საღამოს ღვინის ბოთლით ხელში დამიბრუნდები..

თანაც ხომ იცი?!  საფერავის გემოსთვის ვგიჟობ!
ფერკმრთალ ღაწვებსაც დასთამაშებს სურნელი მისი..

მზის ჩასვლას
(შენი პერანგ ჩაცმული)
ვუყურებთ ერთად, 
დროის ტალღებში გვეპარება აგერ ივლისიც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები