ნინო დარბაისელი
კიბისთაური - - - - -
ცრემლიანი რათა ზიხარ-მეთქი და რა ვიციო, ხანდახან გული თავისით ამომიჯდება ხოლმე და ეგრე მეტირებაო.
აპრილის გვიანსაღამო იდგა, ის კიდევ, იჯდა კიბის თავზე მობუზული, პატარა, მარტო, ტანთ ბამბაზიის წითელი, ყვავილ-კოპლებიანი ხალათი ეცვა, მოწოლილ ცინგლებს მკლავით იწმენდდა, გზას გაჰყურებდა.
ჯერ: სამი თეთრი მანქანა რომ ჩამოივლის, მეოთხე ჩვენი იქნებაო; მერე: სამი უბრალოდ თეთრი კი არა, ,,ჟიგულიო"; მერე: გზაზე ჩქარ-ჩქარა ჩავლილები არ ითვლებაო. შუშაბანდში მაინც შედი, ცემენტის კიბეზე ტაკო გაგიცივდება-მეთქი. კარგი, შევალო და ამასობაში იქვე ჩასძინებია. მე რა ვქენი?! გვერდით გავდექი, რადგანაც მფარველ ანგელოზებს ძნელი საქმე აქვთ, ფეხებში აღარ გავებლანდე, ოსტატურად რომ ირჯებოდნენ.
მერეც ხშირად მომიკრავს თვალი, შევჩერებივარ და გულგრილადაც ჩამივლია. ცოტა მოზრდილზე, არ ვიცი, ვის რა დაუშავა, მწკრივში რომ იდგა იგი თანატოლ დასასჯელებთან და უფროსების რისხვის ნიაღვარს ლამის წაეღო და უკუნ ხრამში გადაეჩეხა, თავზარდაცემულს ერთი ვასწავლე: ,,-წარმოიდგინე, რომ აქ არა ხარ, რომ დედამიწას გადაუფრინე და გალაქტიკაც მოიტოვე, და კიდევ უფრო მაღლა ახვედი და სულ ზემოდან საყვირების ხმები მოისმის და ,,ა- აააა! ა-ა-ა-აააააააააა"
ეს ,,ა-ა-ა-ა" მაშინაც შველის, საცრისოდენა თვალებიდან მძვინვარება როდესაც გაშთობს და მომუშტული მწარე ხელი როცა მოგხვდება, მაშინაც, როცა შენ აგცდება, და ლავიწის ძვალს ჩაუტეხავს იმას, ვინც მუდამ გამტყუნებდა, ჩალურჯებულზე ჰაიჰარად გადმოგხედავდა, უცებ გაგივლის, რა მოხდა, დიდი ამბავიო!
მეცოდებოდა თუ მიყვარდა?! ვამართლებდი თუ ვამტყუნებდი?! აბა, რა გითხრათ, ერთი კია, თვალი მეჭირა.
მერე ერთმანეთს დავეკარგეთ, დავეკარგეთ ძალიან დიდხანს. მერე, ერთხელაც, თვითონ ძალიან გამიჭირდა, ისე ძალიან, რომ ვერ გამეგო, რა სჯობია, თოკი, წყალი თუ სამართებელი, უხმოდ მოვიდა, საბანქვეშ მნახა მოკუნტული ემბრიონივით, შემომიწვა, შემომიკოვზდა, მომეხუტა და მე გადავრჩი!
როგორც მოვიდა, ისე წავიდა, დღემდე ბოლომდე ვერც გავიცანი, ვერც ის სიმღერა დავადევნე, მის დანახვაზე თავიდანვე რომ ვღიღინებდი, მარტო რომ იჯდა სიბნელეში, იქ, კიბისთავზე და ბამბაზიის წითელი, თეთრად ჩაღილული ხალათი ეცვა.
შენ შეუნახე ლექსო, ჩემი კიბისთაური:
,,ცრემლიანი რათა ზიხარ, ნინო, ნინო, ნინველაო, შენი დარდი გაფრენილა, ცაში გაიფრინველაო',
და მისამღერიც:
,,ფრი-და ფრი-და ფრინველაო, ბედო გაუცინველაო, გულო გაუყინველაო! უკან - ცეცხლო ხიდთა მწველო, გზად - შროშანო, წინ - ველაო, ნინო, ნინო ნინველაო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სასიამოვნო იყო! 5! სასიამოვნო იყო! 5!
19. ქალბატონო ნინო, თქვენს კომენტარამდე მქონდა ლექსი ქულით შეფასებული, უბრალოდ გვიან აისახა, როგორც ჩანს:) ამ "აქტივობებს" კი დიდად ვერ გავუგე:) წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემით, ქალბატონო ნინო, თქვენს კომენტარამდე მქონდა ლექსი ქულით შეფასებული, უბრალოდ გვიან აისახა, როგორც ჩანს:) ამ "აქტივობებს" კი დიდად ვერ გავუგე:) წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემით,
18. ეს ლექსიც მომეწონა, ნინველა ნინოზე, დარბაისელი ნინოსგან :)
ეს ლექსიც მომეწონა, ნინველა ნინოზე, დარბაისელი ნინოსგან :)
17. მისანი, იქ დაგიტოვეთ ეს კომენტარი და ისტორიისთვის აქაც გადმომაქვს:
.,ჩემო კარგებო, ძალიანაც თავში ნუ აგივარდებათ ჩემი ყურადღება. გულწრფელად გეტყვით. უბრალოდ, ძველი ურაკპარაკული მეთოდი გავიხსენე და რაკი, ასე ვთქვათ, ,, გაშიფრულები მყავხართ”, ანუ წინასწარ ვიცი, რას მოიმოქმედებთ, თქვენი აქტივობა საჩემოდ გამოვიყენე. როგორ?! კარგი ლექსი დავდე, სათაურით ,, კიბისთაური”. მთელი დღე არავინ მიჰკარებია, ყოველ შემთხვევაში, ნული ქულა ეწერა. ანდამატი / ანდა ბატი - მიგირითმეთ კომენტარში, ,,აგაგდეთ”, ვიცოდი, ეგრევე ჩემს ახალ ლექსთან შემოცვივდებოდით თქვენი ამალით და შედეგიც აქაა- 30 ქულა. მადლობა ამისთვის! ნინო დარბაისელი. 2018-07-27 15:48:26”
მისანი, იქ დაგიტოვეთ ეს კომენტარი და ისტორიისთვის აქაც გადმომაქვს:
.,ჩემო კარგებო, ძალიანაც თავში ნუ აგივარდებათ ჩემი ყურადღება. გულწრფელად გეტყვით. უბრალოდ, ძველი ურაკპარაკული მეთოდი გავიხსენე და რაკი, ასე ვთქვათ, ,, გაშიფრულები მყავხართ”, ანუ წინასწარ ვიცი, რას მოიმოქმედებთ, თქვენი აქტივობა საჩემოდ გამოვიყენე. როგორ?! კარგი ლექსი დავდე, სათაურით ,, კიბისთაური”. მთელი დღე არავინ მიჰკარებია, ყოველ შემთხვევაში, ნული ქულა ეწერა. ანდამატი / ანდა ბატი - მიგირითმეთ კომენტარში, ,,აგაგდეთ”, ვიცოდი, ეგრევე ჩემს ახალ ლექსთან შემოცვივდებოდით თქვენი ამალით და შედეგიც აქაა- 30 ქულა. მადლობა ამისთვის! ნინო დარბაისელი. 2018-07-27 15:48:26”
16. ნახეთ რა ვიპოვე ქალბატონო ნინო :)
რას იტყვით აბა?
https://www.youtube.com/watch?v=Jle2BF2h5Y0 ნახეთ რა ვიპოვე ქალბატონო ნინო :)
რას იტყვით აბა?
https://www.youtube.com/watch?v=Jle2BF2h5Y0
15. აკადემიკოსო დ აკადემიკოსო დ
14. ისე ძალიან კი გამიხარდა რომ ასე გულდასმით ეცნობით ჩემს ტექსტებს..... იკითხეთ იკითხეთ ბევრი იკითხეთ იქნებ რამე ისწავლოთ ისე ძალიან კი გამიხარდა რომ ასე გულდასმით ეცნობით ჩემს ტექსტებს..... იკითხეთ იკითხეთ ბევრი იკითხეთ იქნებ რამე ისწავლოთ
13. მაგრამ მხოლოდ ამის გამო პლაგიატში დადანაშაულება ვფიქრობ არ არის სწორი მეტიც სხვა რაგაეებზე მეტეყველებს.... მაგრამ მხოლოდ ამის გამო პლაგიატში დადანაშაულება ვფიქრობ არ არის სწორი მეტიც სხვა რაგაეებზე მეტეყველებს....
12. დდდდ შეიძლება გაიპარა კორექტურა არ გამოვრიცხავ ძალიან სწრაფად ვკრიფავ ტექსტს .... დდდდ შეიძლება გაიპარა კორექტურა არ გამოვრიცხავ ძალიან სწრაფად ვკრიფავ ტექსტს ....
11. რადგან ტელეფონით შემოვდივარ და ჩემი ქართული შრიფტი ავტო-კორექტორიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომენტარის დაპოსტვისას ზოგიერთი ასო- ნიშანი, ხოლო ზოგჯერ მთელი სიტყვებიც ისე იცვლება, რომ მათ სწორებას სარედაქციო დროის ლიმიტზე მეტი სჭირდება, იძულებული ვარ, ვიდრე გამომეხმაურებოდეთ, ახლიდან დავდო ჩასწორებული კომენტარი, იმედით, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებ, სასურველი ფორმა ჰქონდეს მას. გთხოვთ, პასუხის გაცემისას იხელმძღვანელოთ ამ და არა წინა კომენტარით.
,. საბედნიეროდ, თქვენისთანა წერა-კითხვის მცირედ მცოდნეებს გალაკტიონი ჭკუას ნამდვილად არ ეკითხებოდა. ამ ,,მცირეც მცოდნეობის” საბუთები გნებავთ?! აგერ დევს თქვენივე პოსტები, ორი წინადადება რომ ვერ დაგიწერიათ გამართულად, თორემ ზოგს სიკვდილამდე სირცხვილად ისიც ეყოფოდა, ამასწინანდელ, თქვენ მიერ საიდანღაც ,,გადმოშუშულ” ტექსტში, პირველივე აბზაცში, არც მეტი, არც ნაკლები, ,,რიკლე” რომ ეწერა მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტის სახელად, თან - ორჯერვე ამნაირად, რაც ამტკიცებს, რომ კორექტურა ეს ვერაფერის დიდებით ვერ იქნებოდა. შეგახსენებთ, მე ტაქტიანად მიგანიშნეთ, მაგრამ ვერც კი მიხვდით, იმდენად არ იყავით აზრზე, რას იწერდით სხვისგან და რა შეგეშალათ. (ფაქტის უარყოფა რომ არც იფიქროთ, ცნობისთვის: ავტორთა მიერ წაშლილი ტექსტები საიტის არქივში მაინც ინახება). რადგან ტელეფონით შემოვდივარ და ჩემი ქართული შრიფტი ავტო-კორექტორიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომენტარის დაპოსტვისას ზოგიერთი ასო- ნიშანი, ხოლო ზოგჯერ მთელი სიტყვებიც ისე იცვლება, რომ მათ სწორებას სარედაქციო დროის ლიმიტზე მეტი სჭირდება, იძულებული ვარ, ვიდრე გამომეხმაურებოდეთ, ახლიდან დავდო ჩასწორებული კომენტარი, იმედით, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებ, სასურველი ფორმა ჰქონდეს მას. გთხოვთ, პასუხის გაცემისას იხელმძღვანელოთ ამ და არა წინა კომენტარით.
,. საბედნიეროდ, თქვენისთანა წერა-კითხვის მცირედ მცოდნეებს გალაკტიონი ჭკუას ნამდვილად არ ეკითხებოდა. ამ ,,მცირეც მცოდნეობის” საბუთები გნებავთ?! აგერ დევს თქვენივე პოსტები, ორი წინადადება რომ ვერ დაგიწერიათ გამართულად, თორემ ზოგს სიკვდილამდე სირცხვილად ისიც ეყოფოდა, ამასწინანდელ, თქვენ მიერ საიდანღაც ,,გადმოშუშულ” ტექსტში, პირველივე აბზაცში, არც მეტი, არც ნაკლები, ,,რიკლე” რომ ეწერა მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტის სახელად, თან - ორჯერვე ამნაირად, რაც ამტკიცებს, რომ კორექტურა ეს ვერაფერის დიდებით ვერ იქნებოდა. შეგახსენებთ, მე ტაქტიანად მიგანიშნეთ, მაგრამ ვერც კი მიხვდით, იმდენად არ იყავით აზრზე, რას იწერდით სხვისგან და რა შეგეშალათ. (ფაქტის უარყოფა რომ არც იფიქროთ, ცნობისთვის: ავტორთა მიერ წაშლილი ტექსტები საიტის არქივში მაინც ინახება).
10. საბედნიეროდ, თქვენისთანა წერა-კითხვის მცირედ მცოდნეებს გალაკტიონი ჭკუას ნამდვილად არ ეკითხებოდა. ამ მცირე მცოდნეობის საბუთები გნებავთ?! აგერ დევს თქვენივე პოსტები. ორი წინადადება რომ ვერ დაგიწერიათ გამართულად, თორემ ზოგს სიკვდილამდე სირცზვილად ისევ ეყოფოდა, საიდანღაც გადმოშუშულ ტექსტში, პირველივე აბზაცში არც მეტი, არც ნაკლები, ,,რიკლე” რომ ეწერა მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტის სახელად თან - ორჯერვე ამნაირად, რაც ამტკიცებს, რომ კორექტურა ვერაფერის დიდებით ვერ იქნებოდა. მე ტაქტიანად მიგანიშნეთ, მაგრამ ვერც კი მიხვდით, იმდენად არ იყავით აზრზე, რას იწერდით სხვისგან და რა შეგეშალათ. (ფაქტის უარყოფა რომ არც იფიქროთ, ცნობისთვის: ავტორთა მიერ წაშლილი ტექსტები საიტის არქივში მაინც ინახება)
საბედნიეროდ, თქვენისთანა წერა-კითხვის მცირედ მცოდნეებს გალაკტიონი ჭკუას ნამდვილად არ ეკითხებოდა. ამ მცირე მცოდნეობის საბუთები გნებავთ?! აგერ დევს თქვენივე პოსტები. ორი წინადადება რომ ვერ დაგიწერიათ გამართულად, თორემ ზოგს სიკვდილამდე სირცზვილად ისევ ეყოფოდა, საიდანღაც გადმოშუშულ ტექსტში, პირველივე აბზაცში არც მეტი, არც ნაკლები, ,,რიკლე” რომ ეწერა მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტის სახელად თან - ორჯერვე ამნაირად, რაც ამტკიცებს, რომ კორექტურა ვერაფერის დიდებით ვერ იქნებოდა. მე ტაქტიანად მიგანიშნეთ, მაგრამ ვერც კი მიხვდით, იმდენად არ იყავით აზრზე, რას იწერდით სხვისგან და რა შეგეშალათ. (ფაქტის უარყოფა რომ არც იფიქროთ, ცნობისთვის: ავტორთა მიერ წაშლილი ტექსტები საიტის არქივში მაინც ინახება)
9. სავარაუდოდ მაგრად შერცხვებოდა სამწუხაროდ ეს ხალხი ვერ აანალიზებს ამ პასუხისმგებლობას..... სავარაუდოდ მაგრად შერცხვებოდა სამწუხაროდ ეს ხალხი ვერ აანალიზებს ამ პასუხისმგებლობას.....
8. წარმომიდგენია გალა რას იტყოდა ამ ლექსზე... და იმ ფაქტზე რომ თქვენ გალაკტიონოლოგი ხართ წარმომიდგენია გალა რას იტყოდა ამ ლექსზე... და იმ ფაქტზე რომ თქვენ გალაკტიონოლოგი ხართ
7. დდდ რიიო რიიო?
დდდ რიიო რიიო?
6. კარგზე კარგი ! კარგზე კარგი !
5. ღირდა ამის გამო შემოხედვა. 5. ღირდა ამის გამო შემოხედვა. 5.
4. წავიკითხე ქალბატონო ნინო მეც რამოდენიმე საათის უკან მაგრამ ვეღარ მოვიცალე კომენტარის დასადებად
კარგი ლექსია, ბოლოში კარგი სიტყვათათამაშიც აქვს ან სითყვითთამაში ( როგორც გენებოთ ) მაგრამ წინები უფრო მომეწონა
მაგრამ კარგია ესეც :) წავიკითხე ქალბატონო ნინო მეც რამოდენიმე საათის უკან მაგრამ ვეღარ მოვიცალე კომენტარის დასადებად
კარგი ლექსია, ბოლოში კარგი სიტყვათათამაშიც აქვს ან სითყვითთამაში ( როგორც გენებოთ ) მაგრამ წინები უფრო მომეწონა
მაგრამ კარგია ესეც :)
3. რაღაცნაირად ონავარი და ჭინკური ლექსია ))))
ამიყოლია :)
+4 ქულა რაღაცნაირად ონავარი და ჭინკური ლექსია ))))
ამიყოლია :)
+4 ქულა
2. ერთი ან ორი საათის წინ შემოვიხედე, წავიკითხე და დადებითადაც შევაფასე ქულის სახით:)
პატივისცემით, ერთი ან ორი საათის წინ შემოვიხედე, წავიკითხე და დადებითადაც შევაფასე ქულის სახით:)
პატივისცემით,
1. აბა, თუ ვინმემ შემოიხედოს და წაიკითხოს! მთელი დღეა, ამისთანა ლექსი დაგიდეთ და კაციშვილი არ გამოჩენილა. აბა, თუ ვინმემ შემოიხედოს და წაიკითხოს! მთელი დღეა, ამისთანა ლექსი დაგიდეთ და კაციშვილი არ გამოჩენილა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|