 | ავტორი: რენუარი ჟანრი: საბავშვო 7 აგვისტო, 2018 |
შესავალი
ზღვისპირა ქვეყნის მეფე-დედოფალს, ცხოვრება - ერთ დროს ზღაპრული, ტკბილი, დრო გადიოდა - ებინდებოდათ, არ ჰყავდათ შვილი.
როგორც ხომალდი - გალაღებული და მერე უცებ შეხლილი რიფებს, მათი სამეფო სევდის ფსკერზე იძირებოდა, სწუხდა ხელმწიფე.
ხოლო დედოფალს, სულ უფრო ხშირად, ცრემლებით სავსე ჰქონდა თვალები და ცხვირსახოცებს უცვლიდნენ ციმციმ სეფექალები...
ეჰ, არამარტო! ჯადოქრისაგან იყვნენ დასჯილი და დაწყევლილი, მარტო სამეფო ოჯახს კი არა, არ უჩნდებოდა არც ერთ წყვილს შვილი.
ენატრებოდათ ჩვილის ღიმილი, მისი ალერსი და სიყვარული, მაგრამ ბოროტ სულს ყველა პატარა გულდაგულ ჰყავდა გადამალული.
მზე ისევ ისე ამოდიოდა, ზღვა ისევ ისე არწევდა ტალღებს, ოღონდ რატომღაც, ყვავილები არ იშლებოდა - ეძინათ ბაღებს.
ბებიაქალებს ნაცრის ქექვისგან, მთლად გამურული ჰქონდათ ხელები, ბუზღუნ-ბუზღუნით მიმოდიოდნენ აკვნისმთლელები.
ბრძანა ხელმწიფემ მოყვანა ბრძენის, ვარსკვლავთმრიცხველის, მკურნალის, მისნის, გამოაცხადა: ვჩუქნი სამეფოს, ვინც ჩვენს პატარებს ნახავს და იხსნის.
1. ბჭობა
გათენდა დილა და ამობრწყინდა მზე ვებერთელა, ჩახჩახა, მწველი, მეფის წინაშე წარსდგა პირველი - ვარსკვლავთმრიცხველი. -დიდო მეფეო, ეს ყველაფერი კარგა ხანია მინდოდა მეთქვა, ბავშვებს ვიპოვნით, მერკურის ეტლი როდესაც მივა მარსის მინდორთან, მაგრამ მეფეო, დიდი დრო უნდა და უნდა გითხრათ ახლა მთავარი - მერკურის მისვლას მარსის მინდორთან თქვენ რომ მოესწროთ, შანსი არ არი!
მეფე დაღონდა....
შემდეგ წამოდგა, სიტყვის სათქმელად ბრძენი ჭაღარა: -დროს რომ გავუსწროთ, ჩვენ დაგვჭირდება დროის მანქანა! ის - რაც აქამდე არავის აქვს და, ის - რაც ვერავინ ვერ შექმნა დღემდე...
აქ, კიდევ უფრო დაღონდა მეფე...
ადგა მკურნალი, სთქვა: მტერი ენდოს, ციურ ნიშნებს და მარსის ბორიალს, საუბედუროდ, ჯადოს წამალი ჯერაც არავის მოუგონია.
თავისთვის იჯდა, ხმას არ იღებდა, ზღვას გასცქეროდა მეფის მისანი დახუჭა თვალი, ჩაიჩურჩულა: მხსნელს ვხედავ...ზღვასთან...სწორედ ის არი! მებადურია, ჰქვია ბადური, ერთი ნავი აქვს, ერთი ფანდური, ის ზღვის ნაპირას თავისთვის მღერის, მიუგდეთ ყური - სხვა არაფერი...
2. ბადურის სიმღერა.
ნავით გავედი სათევზაოდ გათენებამდე, თანდათან გაქრა ნისლები და გადაიდარა, ჩემს ნასროლ ბადეს თევზის ნაცვლად მოჰყვა ნიჟარა. თითქოს მზის სხივმა გაანათა უცებ უკუნი, ყურზე მივიდე, ზღვის ხმა არა - გავიგონე ჩვილის ღუღუნი. ჰო, ასე იყო, დაჯერება ალბათ ძნელია, თქვენი შვილები იმ ჯადოქარს ნიჟარებში ჩაუმწყვდევია. ისევ და ისევ ვისროლე ბადე, გულმა იხარა, და საღამომდე შევაგროვე ყველა ნიჟარა. დავივლი ახლა ყველა სახლს და ყველა სასახლეს ვისაც ნატრობდით ასე დიდხანს, დღესვე გაახლებთ! თვალს რომ აახელთ სასთუმალქვეშ იპოვნით თუკი, ლამაზ ნიჟარას, მაშინათვე ახადეთ ხუფი! გაქრება ჯადო, მხიარული მღერით, ტიტინით, ამოსხდებიან პატარები - მარგალიტივით.
3. ბოლოთქმა
და ყველაფერი მოხდა ამრიგად, როცა ბადურმა ნიჟარები ჩამოარიგა.
მეფე-დედოფალს დაუტოვა წყვილი ნიჟარა, ხოლო იქიდან დედოფალმა ტყუპი პრინცი ამოიყვანა.
მთელი ქალაქი გაიშალა როგორც მაისი, ყველა სახლიდან „აღუ“, „აღუ“, „აღუ“ - გაისმის.
სიტყვა სიტყვაა! ან ქვეყანა როგორ გამეყო?! უთხრა მებადურს მეფემ: გქონდეს მთელი სამეფო!
მადლობას გიძღვნი, აქ ბადურმა აამღერა თავის ფანდური: დე, დავრჩეთ ისევ შენ მეფე და მე მებადური.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მშვენიერია...მსუბუქი...სიმღერასავით იყო...<3 555 მშვენიერია...მსუბუქი...სიმღერასავით იყო...<3 555
17. თავფურცელი რა თქმა უნდა! და მადლობა, ნინო. :-* თავფურცელი რა თქმა უნდა! და მადლობა, ნინო. :-*
16. მშვენიერია! მშვენიერია!
15. თავფურცელი ეკუთვნის.
სულ რომ ამოიკრიბოს რაც თავფურცელზე ნაწერები გასულა დღიდან ამ საიტის დაარსებისა, მთელი საქართველო (და არა მარტო), ამ გვერდზე იჯდებოდა თვით სამყაროს აღსასრულამდე.
თავფურცელი ეკუთვნის.
სულ რომ ამოიკრიბოს რაც თავფურცელზე ნაწერები გასულა დღიდან ამ საიტის დაარსებისა, მთელი საქართველო (და არა მარტო), ამ გვერდზე იჯდებოდა თვით სამყაროს აღსასრულამდე.
14. ბრწყინვალე 5.
ასე შეიცვალა მითი რომ პაწიები წეროებს მოჰყავთ. თურმე მარგალიტებივით ნიჟარებში სხედან და მებადურს მოუტანია :)
ბრწყინვალე 5.
ასე შეიცვალა მითი რომ პაწიები წეროებს მოჰყავთ. თურმე მარგალიტებივით ნიჟარებში სხედან და მებადურს მოუტანია :)
13. რა კარგი იყოო :) 555 რა კარგი იყოო :) 555
12. მონიშნული 5 ქულა მშვენიერია
დადებისას წავიკითხე როგორც პოეზია და მთლად პოეზიის გემო ვერ ვიგრძენი, მითუმეტეს რენუარის პოეზიის მაგრამ ჟანრი რომ შეეცვალა და საბავშვო გახდა, უკვე ყველა ნორმებში ჩაჯდა შესანიშნავი შესრულებაა ოსტატურად შესრულებული ლექსია დიდოსტატისგან :)
მონიშნული 5 ქულა მშვენიერია
დადებისას წავიკითხე როგორც პოეზია და მთლად პოეზიის გემო ვერ ვიგრძენი, მითუმეტეს რენუარის პოეზიის მაგრამ ჟანრი რომ შეეცვალა და საბავშვო გახდა, უკვე ყველა ნორმებში ჩაჯდა შესანიშნავი შესრულებაა ოსტატურად შესრულებული ლექსია დიდოსტატისგან :)
11. დილა მშვიდობისა:) მადლობა ყველა მკითხველს :)
ელადა, როგორც სჩანს, გამოქვეყნებისას ჟანრის მითითება დამავიწყდა:( ცხადია, საბავშვოა, ახლა ვეცადე და ვეღარ გავასწორე, ადმინი თუ დამეხმარება, კარგი იქნება:)
მადლობა ნინო. შესანიშნავი იდეაა გამიუზიკლება, მაგრამ არ მგონია პატრონი გამოუჩნდეს:) თავად არაფერს ვცდილობ, ინტერნეტში დადების გარდა. მაქვს ხუთიოდ ლექს-ზღაპარი დაწერილი, მაგრამ მე მათი გამოცემის საშუალება ახლა არ მაქვს. თუ საიტზე გვყავს რომელიმე გამომცემლობის წარმომადგენელი, გამეხარება თუ დაინტერესდება :) კიდევ ერთხელ - მადლობა ყველა მკითხველს.
დილა მშვიდობისა:) მადლობა ყველა მკითხველს :)
ელადა, როგორც სჩანს, გამოქვეყნებისას ჟანრის მითითება დამავიწყდა:( ცხადია, საბავშვოა, ახლა ვეცადე და ვეღარ გავასწორე, ადმინი თუ დამეხმარება, კარგი იქნება:)
მადლობა ნინო. შესანიშნავი იდეაა გამიუზიკლება, მაგრამ არ მგონია პატრონი გამოუჩნდეს:) თავად არაფერს ვცდილობ, ინტერნეტში დადების გარდა. მაქვს ხუთიოდ ლექს-ზღაპარი დაწერილი, მაგრამ მე მათი გამოცემის საშუალება ახლა არ მაქვს. თუ საიტზე გვყავს რომელიმე გამომცემლობის წარმომადგენელი, გამეხარება თუ დაინტერესდება :) კიდევ ერთხელ - მადლობა ყველა მკითხველს.
10. ფანტასტიურია! მარტო ფაბულას არ ვგულისხმობ... ყველაფერი ერთად - ფორმა, რიტმი, რითმა. მუსიკა, ოსტატობა და და რაც მთავარია ჩემთვის -გ ა ნ წ ყ ო ბ ა! :) იქ აღწერილი ს ა მ ყ ა რ ო წარმომიდგა ...თვალნათლივ ვხედავდი იმ სამეფოს ზღვისპირა დედაქალაქს, მეფე-დედოფალს, სურათივით ვუცქერდი ბადურს -თავისი ნავით და ფანდურით, საბჭოზე შეკრებილ ბრძენთ-მათი მიმოხვრით და საუბრის მანერით; , ნიჟარის ფორმას და ფერს... ჯორკო-სკამზე ჩამომჯდარ უამურ ბებიაქალებს და ბუზღუნა მეაკვნეებსაც კი) ...შვილიშვილების "აუცილებლად წასაკითხ" ბიბლიოთეკაში დაიკავა საპატიო ადგილი!:) +555 ფანტასტიურია! მარტო ფაბულას არ ვგულისხმობ... ყველაფერი ერთად - ფორმა, რიტმი, რითმა. მუსიკა, ოსტატობა და და რაც მთავარია ჩემთვის -გ ა ნ წ ყ ო ბ ა! :) იქ აღწერილი ს ა მ ყ ა რ ო წარმომიდგა ...თვალნათლივ ვხედავდი იმ სამეფოს ზღვისპირა დედაქალაქს, მეფე-დედოფალს, სურათივით ვუცქერდი ბადურს -თავისი ნავით და ფანდურით, საბჭოზე შეკრებილ ბრძენთ-მათი მიმოხვრით და საუბრის მანერით; , ნიჟარის ფორმას და ფერს... ჯორკო-სკამზე ჩამომჯდარ უამურ ბებიაქალებს და ბუზღუნა მეაკვნეებსაც კი) ...შვილიშვილების "აუცილებლად წასაკითხ" ბიბლიოთეკაში დაიკავა საპატიო ადგილი!:) +555
8. შეფასება - ცხადია + 5 შეფასება - ცხადია + 5
7. შეფასება - ცხადია + 5 შეფასება - ცხადია + 5
6. რა კარგი რიტმია მუსიკა. ენაც შესანიშნავი. ოსტატური ნამუშევარი ვისურვებდი, კიდევ გაგრძელებულიყო. წავიფანტაზიორებ: ქართული საბავშვო მიუზიკლი რომ შექმნილიყო... რა კარგი რიტმია მუსიკა. ენაც შესანიშნავი. ოსტატური ნამუშევარი ვისურვებდი, კიდევ გაგრძელებულიყო. წავიფანტაზიორებ: ქართული საბავშვო მიუზიკლი რომ შექმნილიყო...
5. ძალიან, ძალიან მომეწონა! ამ ლექსით სასიამოვნო ემოცია მივიღე. ძალიან, ძალიან მომეწონა! ამ ლექსით სასიამოვნო ემოცია მივიღე.
4. სიამოვნებით წავიკითხე ეს ,,ტკბილი ზღაპარი,, საბავშვოში რომ დაგედოთ ურიგო არ იქნებოდა.) სიამოვნებით წავიკითხე ეს ,,ტკბილი ზღაპარი,, საბავშვოში რომ დაგედოთ ურიგო არ იქნებოდა.)
3. მადლობა ანა:) ვერ ვიტან კორექტურებს! გავასწორე:) მადლობა ანა:) ვერ ვიტან კორექტურებს! გავასწორე:)
2. შემთხვევით 3 ქულაზე დამეჭირა, მაპატიეთ. :( შემთხვევით 3 ქულაზე დამეჭირა, მაპატიეთ. :(
1. როგორი ზღაპრული, ჰაეროვანი და კეთილია:) (მარგალიტივით ჩასასწორებელია, ვგონებ) **** პატივისცემით, როგორი ზღაპრული, ჰაეროვანი და კეთილია:) (მარგალიტივით ჩასასწორებელია, ვგონებ) **** პატივისცემით,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|