ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დუჩე
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2018


* * *


აღარ ლანდავს შენს სილუეტს ფარდა,
სხვა განწყობა სუფევს ფარდის აქეთ,
შენს თვალებში თავისუფალ ვარდნას,
რა შედეგი მოჰყვა უკვე ვნახეთ.

ვერ ვიპოვნე ამ ვარდნისას ფსკერი,
მაინც რაღაც მიზიდავდა შენში,
იქნებ სულის უხილავი ფერი,
ან თუ, ღმერთი ამ უხილავ ფერში.

მაინც ვეძებ ლაბირინთში მყოფი,
გზას რომელიც შენს მკლავებში წყდება
და ნუგეშად მხოლოდ ისიც მყოფნის,
ჩვენს სიყვარულს დრო რომ ვერ შესწვდება.

რადგან ზღვა ხარ,ოკეანით სავსე,
მე ვერ მოგწვდი შენს ტალღებს რომ ვჭრიდი
და შენს თვალებს,ჰორიზონტის მსგავსებს,
დავაცალე სევდით სავსე მჭიდი.

ამის შემდეგ ყველა ღმერთი დავგმე
და ავღმართე ჩემში შენი კერპი,
რომ შენს მზეში ყინულივით დავდნე
და წავლეკო ზეცა შენ რომ ელტვი.

რადგან თვითონ ვერ შევძელი ადრე,
ფრთა კი არა ცა მომეძღვნა თვითონ...
მე კვლავ ლექსებს დავავიწყებ კადრებს,
რომ არასდროს არაფერი მკითხონ...

....

შენს სილუეტს ლანდავს ფარდა,
ნაზ მიმოხრას,ლამაზ ხელებს
და კვლავ ვხვდები,რომ შენს გარდა
სხვას ვერ მივცემ საკურთხეველს.


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები