ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ_ი_ნ_ი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2018


მითი-სიზმარი

ჰერპერიდების ვაშლები მსურს, არა-ედემის,
ჰერაკლესავით ბრძოლით, ჟინით, თავგამეტებით,
სადმე შემომხვდე ლაბირინთში გზად შენც ეგების,
ოლიმპოს მთაზე ავიდოდით ოქროს ეტლებით,
პეგასსაც იქვე მოაგებდი ჰეფესოს ნალებს
და ავანთებდით ჩირაღდნებსაც ცეცხლის ენებით,
ქარის ღიღინით მოვუხმობდი მე სეფექალებს,
ავივსებოდით დიონისეს ღვინის ფერებით.
მაგრამ სიზმარმა ხორცის შესხმა რომ არ ისურვა,
როგორც აპოლონს დაემალა დაფნის ხედ დაფნე,
გალათეაში გავიცვლები ვიდრე ისუნთქა
და კვლავ გავქრები დაგიტოვებ თილისმად რამდენს,
არგუსის თვალებს შევერევი მე ას ნათებად,
ჰერასაც უკვე მიუღია სახე იქ სხვისი,
მიდასის ხელი გებოძება მზის ასანთებად
და არიადნეს ძაფის ნაცვლად  ჩემი ივნისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები