მაია სარიშვილი
*** ასეც შეიძლება მოხდეს: ვინც გიყვარს და აღარ გეძახის, ქვასავით მიაწოდო შენი სახელი, როცა მტაცებელი გამოეკიდება... ამაზე ფიქრი მაღიმებს, თუმცა, ცხადია, აქ ისევ ცივა. ყველა მატარებელი გასულია ყველა ბაქანიდან. ყველა გზაშია. აღარავინ დგას ბილეთების რიგში და სადგურებში შუქი ანთია მაინც და მოლარეებს სძინავთ სრულ სიჩუმეში. კვირა თენდება, უქმე დღე - მოფლაშული ჰაერით. პალტო ვიწროა და ნაბავშვებარი მუცელი, რომელიც აღარ შეიკუმშა, უჯვრო გუმბათივით დგას პალტოს გარეთ, თქვენკენ, თქვენი სამყაროსკენ, ვინც აღარა ხართ არსად, არც ამ სადგურში. ტყუილად ვიარე.
Maia Sarishvili
****
It can happen such a way too: when a predator is chasing him, You may hand your name as a rock to your beloved who calls it no more. Thinking of this makes me smile, Though, it's really cold out here. All trains left the platform, All are heading to their destination. No one is standing in a ticket-line And the station lights are on. And the cashiers are sl e e p i n g in full silence. The Sunday dawn breaks, - Weekend - with loosen air. My coat is tight and my belly never tightened after several birth givings, Shows up from the coat as a dom without a cross, Directed to your world, To you , who aren't anywhere else, And even here, at this station. I walked in vain.
(Translated by N. Straughn)
ვიფიქრე, ახლა ყველაზე მეტი სარგებელი რაც შემიძლია მოვუტანო ქართულ ლიტერატურას, თანამედროვე პოეტების ინგლისურად თარგმნაა- მეთქი. წესით , ადამიანმა ახალი საქმე რაიმე მარტივით უნდა დაიწყოს და თუ თანდათან შეატყო, რომ რაღაც გამოსდის, რთულსა და საუკეთესოსაც შეჰბედოს. მე როგორც ყველაფერში, აქაც უკუღმართი ვარ. პირდაპირ საუკეთესოთი ვიწყებ. მთარგმნელი უდიდესი მადლიერებით მიიღებს ყველა შენიშვნას
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ხოო... რა მაგრად არის გადმოტანილი ორიგინალიდან თარგმანში მუსიკა! რაც შეეხება... არ ვფიქრობ რომ ძალიან რთული სათარგმნი იყო ტექსტი, თუმცა მუსიკის შენარჩუნება არ იქნებოდა იოლი, და ეგეც რომ ეგრე ყოფილიყო, რაც მთავარია სწორად არის შერჩეული ის, თუ რისი ან ვისი თარგმნა იქნება კარგი, ასე რომ... 5 ყველა კონტექსტში! ხოო... რა მაგრად არის გადმოტანილი ორიგინალიდან თარგმანში მუსიკა! რაც შეეხება... არ ვფიქრობ რომ ძალიან რთული სათარგმნი იყო ტექსტი, თუმცა მუსიკის შენარჩუნება არ იქნებოდა იოლი, და ეგეც რომ ეგრე ყოფილიყო, რაც მთავარია სწორად არის შერჩეული ის, თუ რისი ან ვისი თარგმნა იქნება კარგი, ასე რომ... 5 ყველა კონტექსტში!
8. ჯერ ერთი არ იქნება ეგ შეწუხება და რომც იყოს, დიდი სიამოვნებით შევწუხდები თქვენი გულისთვის :)
თანაც მაგ ლექსს არანაირი პრობლემა არა აქვს და დაიდება ჩვეულებრივ ასე, რომ შემდეგ ნაწარმოებად დაეთ, დრო რომ მოუწევს ჯერ ერთი არ იქნება ეგ შეწუხება და რომც იყოს, დიდი სიამოვნებით შევწუხდები თქვენი გულისთვის :)
თანაც მაგ ლექსს არანაირი პრობლემა არა აქვს და დაიდება ჩვეულებრივ ასე, რომ შემდეგ ნაწარმოებად დაეთ, დრო რომ მოუწევს
7. მადლობა, ნიკი! ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვიწვალე გუშინ, ყველაფერი ვცადე, ვინც რა მირჩია. ამ მეორე ლექსის დამატებაზე ვეღარ შეგაწუხებთ. კომენტარში დავდებ
მაია სარიშვილი
*** ასე იპარება შენგან მეგობარი _ სახე უგრძელდება მდინარესავით, კარგავს ნაკვთებს, აღარ იცი, სად ჩასძახო რამე... ხვალე მოვალო. სამ ბავშვს სასწრაფოდ ლექსებით ამოჩურთავ და სტუმართან მოქცევის წესებით. სიმღერებით მოუმინანქრებ დამჯერე ენებს. ესენი ხვალ არ შეგარცხვენენ. მხოლოდ მეოთხეს ახველებს ისტერიულად. მისი ყელი ვერ ხვდება, რა საჭიროა ხავერდის ეს უნიჭო ისტერია და საზარელ ბგერებს ისვრის და გაცოფებს. თურმე ვერასდროს დაიბრუნებ მეგობარს, რომლის კისერზეც, თავის ნაცვლად გრძელი მდინარეა გაწოლილი. მთელი დღე ელოდი და არ მოვიდა. კიდევ კარგი, თორემ ან კარებში როგორ შემოატევდი, ან გამარჯობას როგორ ეტყოდი, როცა სახე არ იცი სადა აქვს, რომ ჩახედო...
Maia Sarishvili
***
This is a way your friend escapes from you- His face gets long as a river, He loses features of his face And you don't know where to shout anything to him.
He said he would come tomorrow. You will immediately stuff the mouths of your three kids with poems, You will stuff them with the rules of behavior in front of guests, You will enamel their obedient tongues. They will not bring any shame to you tomorrow. Only the forth one is coughing hysterically. His thoat can not get, what is the point Of this talentless hysteria of velvet and throws out the awful sounds and makes you mad. Apparently you can not bring back a friend, Whose neck is holding a long river instead of a head. You've been waiting for him all day long. That's for good, How would you let him fit into the door, How would you say Hello to him, not knowing Where his face is to look down into it...
(Translated by Nino Straughn) მადლობა, ნიკი! ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვიწვალე გუშინ, ყველაფერი ვცადე, ვინც რა მირჩია. ამ მეორე ლექსის დამატებაზე ვეღარ შეგაწუხებთ. კომენტარში დავდებ
მაია სარიშვილი
*** ასე იპარება შენგან მეგობარი _ სახე უგრძელდება მდინარესავით, კარგავს ნაკვთებს, აღარ იცი, სად ჩასძახო რამე... ხვალე მოვალო. სამ ბავშვს სასწრაფოდ ლექსებით ამოჩურთავ და სტუმართან მოქცევის წესებით. სიმღერებით მოუმინანქრებ დამჯერე ენებს. ესენი ხვალ არ შეგარცხვენენ. მხოლოდ მეოთხეს ახველებს ისტერიულად. მისი ყელი ვერ ხვდება, რა საჭიროა ხავერდის ეს უნიჭო ისტერია და საზარელ ბგერებს ისვრის და გაცოფებს. თურმე ვერასდროს დაიბრუნებ მეგობარს, რომლის კისერზეც, თავის ნაცვლად გრძელი მდინარეა გაწოლილი. მთელი დღე ელოდი და არ მოვიდა. კიდევ კარგი, თორემ ან კარებში როგორ შემოატევდი, ან გამარჯობას როგორ ეტყოდი, როცა სახე არ იცი სადა აქვს, რომ ჩახედო...
Maia Sarishvili
***
This is a way your friend escapes from you- His face gets long as a river, He loses features of his face And you don`t know where to shout anything to him.
He said he would come tomorrow. You will immediately stuff the mouths of your three kids with poems, You will stuff them with the rules of behavior in front of guests, You will enamel their obedient tongues. They will not bring any shame to you tomorrow. Only the forth one is coughing hysterically. His thoat can not get, what is the point Of this talentless hysteria of velvet and throws out the awful sounds and makes you mad. Apparently you can not bring back a friend, Whose neck is holding a long river instead of a head. You`ve been waiting for him all day long. That`s for good, How would you let him fit into the door, How would you say Hello to him, not knowing Where his face is to look down into it...
(Translated by Nino Straughn)
6. ჩასმულია ქალბატონო ნინო “დამნაშავე“ სიტყვაში ასოები დავაცილე ერთმანეთს შეერთება არ სცადოთ, თორემ მთელი ტექსტი გაქრება
აწი, სადაც შეგხვდებათ ეგ სიტყვა, რამენაირად დაყავით სიტყვა თუნდაც ერთი პრაბელით ან ორით
კიდევ ვერ იტანს ტექსტში ბრჭყალებს ამის საშველია სილფაენის ბრჭყალების გამოყენება, რომელიც შიფტით იკრიბება ერთიანის წინა და ესქ-ის ქვემოთ მოტავსებულ კლავიშზე
წარმატებები ჩასმულია ქალბატონო ნინო “დამნაშავე“ სიტყვაში ასოები დავაცილე ერთმანეთს შეერთება არ სცადოთ, თორემ მთელი ტექსტი გაქრება
აწი, სადაც შეგხვდებათ ეგ სიტყვა, რამენაირად დაყავით სიტყვა თუნდაც ერთი პრაბელით ან ორით
კიდევ ვერ იტანს ტექსტში ბრჭყალებს ამის საშველია სილფაენის ბრჭყალების გამოყენება, რომელიც შიფტით იკრიბება ერთიანის წინა და ესქ-ის ქვემოთ მოტავსებულ კლავიშზე
წარმატებები
5. დიახ, ორი ლექსი ვთარგმნე. ფეისბუქზე კი დავდე, მაგრამ აქ ვერაფრით იდება დიახ, ორი ლექსი ვთარგმნე. ფეისბუქზე კი დავდე, მაგრამ აქ ვერაფრით იდება
4. უჰ, მაიას შემოქმედებაზე ვგიჟდები, და არა მხოლოდ შემოქმედებაზე, საოცარი ადამიანია < აბა იქნებ დაიდოს, ყველაფერს ვკითხულობ ხოლმე რასაც წერს, ჩასაფრებული ვარ :)) უჰ, მაიას შემოქმედებაზე ვგიჟდები, და არა მხოლოდ შემოქმედებაზე, საოცარი ადამიანია < აბა იქნებ დაიდოს, ყველაფერს ვკითხულობ ხოლმე რასაც წერს, ჩასაფრებული ვარ :))
2. თქვენი თარგმანია ქალბატონო ნინო? თქვენი თარგმანია ქალბატონო ნინო?
1. მაპატიეთ, რაღაც ტექნიკური პრობლემაა, ტექსტი ვერც კაბინეტიდან დაიდო, ვერც კომენტარში იდება ჯერ-ჯერობით მაპატიეთ, რაღაც ტექნიკური პრობლემაა, ტექსტი ვერც კაბინეტიდან დაიდო, ვერც კომენტარში იდება ჯერ-ჯერობით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|