ემილი დიკინსონი - ო, რა პატარა იყო ტორტმანით... (107)
ო, რა პატარა იყო ტორტმანით ნავსაყუდელთან მცურავი ნავი! ხოლო ზღვის ტალღა რარიგ მბორგავი, როდესაც იგი მოსწყვიტა ნაპირს!
ზვირთს, ნაპირიდან ნავის მომლოკველს დასჩემებოდა გაუმაძღრობა - არც შეუნიშნავს ზვიად ორჩხომელს ჩემი პატარა ნავის გაქრობა!
16 აგვისტო, 2018 წ.
Emily Dickinson - ‘Twas such a little – little boat (107) ‘Twas such a little – little boat That toddled down the bay! ‘Twas such a gallant – gallant sea That beckoned it away!
‘Twas such a greedy, greedy wave That licked it from the Coast – Nor ever guessed the stately sails My little craft was lost!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|