ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2018


მზის სხივი გიწვავს კანსა და ფორებს

მზის სხივი გიწვავს კანსა და ფორებს,
მელურჯზეცები,
ქარი, მზის ნავით ღრუბლებს აბოლებს..
და გილუკმებენ თვალით მხეცები,
და პლაჟზე ხდება "რევოლუცია",
გაპროტესტებენ,
და წვიმა გცვივა პირსახოციანს,
და თანხმდებიან ურცხვი ჟესტებით,
და ოცნებობენ ისე დაგხიონ,
და დაგიხიონ,
როგორც დროშა თავისუფლების,
მერე კი შენი ძვლებით მოწიონ შენივე ხორცი,
აკანკალებულ ლაშებზე მოსდით მდუღარე დორბლი,
თვალები ლურჯი,
კანი კიდევ მთლიანად ხორბლის
ფერია და ხარ ისე ნაზი,
როგორც ემბაზი ედემისა,
ადამისა და ევას მოსვლამდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები