 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2018 |
ეს დედაბერი, შებინდებამდე ბუჩქზე ჩამომსხდარ წყვილ ბეღურას რომ აუქშია, თითქოს ცალ-ცალკე გასაფრენად მხოლოდ იმისი გამოჩენა არა კმაროდა;
ის ქალი, ვისაც სიარულში შემოაღამდა, და ვერ გაიგო, მთელი სამყარო ასე უკუღმა მაინც როდის გადატრიალდა და მწვერვალები როგორ იქცნენ უფსკრულის ძირად, ხოლო სისავსე- სიცარიელედ და სულ პირიქით;
ის ბავშვი არის, პურის ყუას ლეიბქვეშ რომ ინახავდა, არა იმიტომ, რომ არ აჭმევდნენ. არამედ, რადგან ღამ-ღამობით მოლოღნილზე, დასველებული ხმელი პურის ქერქს დედის იღლიის სურნელი ასდის, გაზაფხულის ნაწვიმარივით;
ის გოგონაა, ცა - ქუდად და დედამიწა ,,შლოპანცადაც” რომ არ მიაჩნდა, ვისაც უაზროდ ეჩვენებოდა, რაც ორგიიდან ორგაზმამდე ვერ მაღლდებოდა, ვიდრე ცრემლების მწარე ულუფის გაღიმებულად გადაყლაპვას დაეჩვეოდა, მომლოდინე რკინის კარებთან.
ეს დედაბერი! დედაბერი!
ღამის ქალაქში მოხეტიალეს ლამპიონის შუქმოხვედრილი, ჩაბნელებული ვიტრინიდან ჩემი ლანდი შემომეფეთა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. და რადგან ბავში ინახავდა სამახსოვრო სურნელს, ე.ი. ა.დრე დაობლდა და ფსკერზე დაეშვა, სანამ რკინის კარებს იქეთ არ მოხვდა.
მე ასე აღვიქვი და ძალიან მომეწონა, არა მარტო შინაარსით, ფორმით და მხატვრული ტექნიკითაც და რადგან ბავში ინახავდა სამახსოვრო სურნელს, ე.ი. ა.დრე დაობლდა და ფსკერზე დაეშვა, სანამ რკინის კარებს იქეთ არ მოხვდა.
მე ასე აღვიქვი და ძალიან მომეწონა, არა მარტო შინაარსით, ფორმით და მხატვრული ტექნიკითაც
11. მეც წამოვეგე პროვოკაციას იმ ემოციურ ჯაჭვსს ავღწრ, რაც ჩემში აღძრა ლექსმა: აფრენილი ბეღურები და ხაზის გასმა,, რომ ცალ- ცალკე აფრინდნენ, ცალკე მინიმალისტური ლექსია, თან დედაბერის გაბოროტების მანიშნებელია. დედის იღლიაში ამოდებული პური - ომის დროს ხშირად იპარავდნენ პურს. ახლანდელი დედაბერი, მაშინ ბავშვი იქნებოდა.
მეც წამოვეგე პროვოკაციას იმ ემოციურ ჯაჭვსს ავღწრ, რაც ჩემში აღძრა ლექსმა: აფრენილი ბეღურები და ხაზის გასმა,, რომ ცალ- ცალკე აფრინდნენ, ცალკე მინიმალისტური ლექსია, თან დედაბერის გაბოროტების მანიშნებელია. დედის იღლიაში ამოდებული პური - ომის დროს ხშირად იპარავდნენ პურს. ახლანდელი დედაბერი, მაშინ ბავშვი იქნებოდა.
10. ავტორთან ბოდიში და გადამრევს ეს ხალხი! ოღონდ მე არ დამეთანხმონ და იტყვიან, მაწონი შავიაო. ის ხომ მაინც შეიძლებოდა,,, შლოპანცის” მაგივრად სანდალი დაეწერა, პოეტი, რომელიც პირველი რიგში, საკუთარ ენას არ სცენს პატივს, ვერც პოეტი იქნება.. მერე სხვებს დაუწყებენ კიცხვას, მტრის დედაქალაქში იმღერა ან მტრის დროშიანი მაისური ჩაიცვაო. ავტორთან ბოდიში და გადამრევს ეს ხალხი! ოღონდ მე არ დამეთანხმონ და იტყვიან, მაწონი შავიაო. ის ხომ მაინც შეიძლებოდა,,, შლოპანცის” მაგივრად სანდალი დაეწერა, პოეტი, რომელიც პირველი რიგში, საკუთარ ენას არ სცენს პატივს, ვერც პოეტი იქნება.. მერე სხვებს დაუწყებენ კიცხვას, მტრის დედაქალაქში იმღერა ან მტრის დროშიანი მაისური ჩაიცვაო.
9. ...და ასეთი ძიებისას რაგინდ ფანტასტიური წარმოსახვაც არ უნდა გამოიყენოს სინამდვილის გემო მაინც დაყვება ნაწერს. თუმცა ვიცი რომ ეს კითხვები პროვოკაციულია, მაინც მომინდა დაკომენტარის დატოვება. ...და ასეთი ძიებისას რაგინდ ფანტასტიური წარმოსახვაც არ უნდა გამოიყენოს სინამდვილის გემო მაინც დაყვება ნაწერს. თუმცა ვიცი რომ ეს კითხვები პროვოკაციულია, მაინც მომინდა დაკომენტარის დატოვება.
8. ვფიქრობ იხსენებს ეპიზოდებს თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან...და შიგადაშიგ სიბრძნეებსაც ურევს...:) ის ბავშვიც ეს იყო, ის ქალიც...ის გოოც და ვიტრინიდან რომ ჩანდა ის დედაბერიც...:)
მთლიანობაში შეკრული არ არის, მაგრამ არის რაღაც ნაწყვეტები, რაც მომეწონა მე... ვფიქრობ იხსენებს ეპიზოდებს თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან...და შიგადაშიგ სიბრძნეებსაც ურევს...:) ის ბავშვიც ეს იყო, ის ქალიც...ის გოოც და ვიტრინიდან რომ ჩანდა ის დედაბერიც...:)
მთლიანობაში შეკრული არ არის, მაგრამ არის რაღაც ნაწყვეტები, რაც მომეწონა მე...
7. ერთჯერადი პოეზია რა დასაწუნია ერთჯერადი ცხოვრების ფონზე, თუმცა ერთჯერადად სულაც არ მიმაჩნია ნაწარმოები, სადაც საკუთარ თავს ეძებს, აღწერს თუ პოულობს ავტორი. ერთჯერადი პოეზია რა დასაწუნია ერთჯერადი ცხოვრების ფონზე, თუმცა ერთჯერადად სულაც არ მიმაჩნია ნაწარმოები, სადაც საკუთარ თავს ეძებს, აღწერს თუ პოულობს ავტორი.
6. მე სწორედ აზრი ვერ დავინახე, ანუ რისი თქმა სურს ავტორს.
მე სწორედ აზრი ვერ დავინახე, ანუ რისი თქმა სურს ავტორს.
5. არ ვიცი პოეზია, თუ არა, მაგრამ არის აქ რაღაც , რაც მომწონს...ალბათ აზრი... +2 არ ვიცი პოეზია, თუ არა, მაგრამ არის აქ რაღაც , რაც მომწონს...ალბათ აზრი... +2
4. ღმერთმა შეარგოს ქულები, მაგრამ ცოტა არ იყოს, მიკვირს, აქ მკითხველის მოსაწონი რა არის. ერთჯერად ეფექტზე გათვლილი ტექსტი მგონია. მოცალეობის ჟამს ყველას შეუძლია ამგვარი რაღაცეებით გართობა, თუ ცოტა, კალამი უჭრის. ყველაზე მეტად გამაღიზიანა ჯერ ქალისთვის დედაბრის წოდებამ და მერე უარესმა - უკვე დედაბრადწოდებულის , არაპირდაპირი თქმით, საფრთხობელად გამოყვანამ. ღმერთმა შეარგოს ქულები, მაგრამ ცოტა არ იყოს, მიკვირს, აქ მკითხველის მოსაწონი რა არის. ერთჯერად ეფექტზე გათვლილი ტექსტი მგონია. მოცალეობის ჟამს ყველას შეუძლია ამგვარი რაღაცეებით გართობა, თუ ცოტა, კალამი უჭრის. ყველაზე მეტად გამაღიზიანა ჯერ ქალისთვის დედაბრის წოდებამ და მერე უარესმა - უკვე დედაბრადწოდებულის , არაპირდაპირი თქმით, საფრთხობელად გამოყვანამ.
3. ეს ისაა ახლა ტექსტებს რომ ეძახიან და აღარ ლექსებს:)
მომწონს ასეთი ტექსტები :) ლექსის დრო წასულია:( ეს ისაა ახლა ტექსტებს რომ ეძახიან და აღარ ლექსებს:)
მომწონს ასეთი ტექსტები :) ლექსის დრო წასულია:(
2. დიდებული ლექსია. რამდენიმე სტრიქონში ჩატეული მთელი ცხოვრება. დიდებული ლექსია. რამდენიმე სტრიქონში ჩატეული მთელი ცხოვრება.
1. ჩანს, ავტორს წერა შეუძლია, მაგრამ მეეჭვება, ეს პოეზია იყოს. უკეთესი იქნებოდა , თუ შეელეოდა ე.წ. ეროტიკულ ლექსიკას. ჩანს, ავტორს წერა შეუძლია, მაგრამ მეეჭვება, ეს პოეზია იყოს. უკეთესი იქნებოდა , თუ შეელეოდა ე.წ. ეროტიკულ ლექსიკას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|