ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მამულაძე
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2018


ღიმილებს

როცა ხელები ცეცებით იპოვნიან ერთმანეთს
მაშინ იქნება ემოცია გრძნობებზე დიდი.

და სული, წამის სამყოფელი, სწვდება განთიადს
ქარიშხლიანი ღამეები იქცნენ სტროფებად,
ნოტებზე ვითვლი შენს ღიმილებს
დილაადრიან
მერე მთელი დღე მარხვას ვიცავ
და მეც ვიღიმი.

- ფიქრებს გთავაზობ ოცნებების გამოსაჩენად

ვიფიქროთ დაუსრულებელ მუსიკაზე,
უბრალო, დაუსრულებელ მუსიკაზე და
ხელებგაშლილებმა ვიტრიალოთ სამყაროს ცენტრში.
ვიფიქროთ უფლებაზე,
უფლის მიერ ნაბოძებ უფლებაზე და
ერთი შეხედვით  ერთმანეთის ფიქრებს დავეუფლოთ.
ვიფიქროთ ჩვენსავე ფიქრებში დახატულ ცაზე
და ვუყურთ ვარსკვლავებს -
ხელჩაკიდებულები რომ მზის ჩასვლას უყურებენ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები