 | ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 სექტემბერი, 2018 |
აი, მოვიდა სექტემბერიც! გასულა ცხელი აგვისტო, ჟამი ჩემი ,,თვის მორიგე პროვოკატორობისა” ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე” ახლა სხვისი ჯერია და იმედი მაქვს, იგი არც ჩემთვის დაინანებს რაიმე პროვოკაციულ კომენტარებს. სხვებსაც გთხოვთ, ნუ დაიზარებთ ორიოდე, თუნდაც საეჭვო შენიშვნის გამოთქმას ჩემს დადებულ ტექსტებზე. მე კი ჩემი მხრით, ბოდიშს ვუხდი ყველას და თითოეულ თქვენთანს ჩემი, ცოტა არ იყოს, ფამილიარულად შეფერილი გამოხმაურებებისთვის, რაც ჩემთვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელი ნაკლებადაა, რადგან ვირტუალში და პირად ურთიერთობებშიც, როცა საქმე ლიტერატურას ეხება, დისტანცირებისა და აკადემიზმის მომხრე ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ,ჟანრის სპეციფიკიდან” გამომდინარე, რაკი პროვოკატორობა ვითავე, მეპატიოს. ეს ერთი თვე ჩემი თავისებური, ,,შრომითი” საჩუქარი იყო ყველაზე დღეგრძელი ლიტერატურული საიტის - ,,ურაკპარაკისადმი”, რომელიც ათი წლისა შესრულდა და რომლის ,,უხუცესი” წევრიც გახლავართ, დაარსების დღიდან. საიტის ადმინისტრაციას კი უმორჩილესად ვთხოვ, არ გამომაპაროს, თუ რაიმე სახით აპირებს ამ თარიღის აღნიშვნას და კვლავ მიგულოს თავის სამსახურში, ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სასარგებლო იყო, თქვენი პროვოკატორობა, ქალბატონო ნინო. გმადლობთ. სასარგებლო იყო, თქვენი პროვოკატორობა, ქალბატონო ნინო. გმადლობთ.
6. კარგი საქმე გააკეთეთ.
მადლობა. გონიერსა მწვრთნელი უყვარს.... კარგი საქმე გააკეთეთ.
მადლობა. გონიერსა მწვრთნელი უყვარს....
5. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო თქვენ ძალიან კარგად ჩაატარეთთქვენი მორიგეობა
დიდი მადლობა ამ წამოწყებისთვისაც და მისი ასე კარგად ჩატარებისთვისაც ახლა მომდევნო პროვოკატორი უნდა ჩაერთოს
ამ მისიის ასე კარგად შესრულებისთვის თქვენ ჯილდოვდებით ჟიურის წვრობით, რომელიც კარგა ხანია უნდა გქონოდათ და რომელიც მანამდე იმიტომ არ გქონდათ, რომ არ გეცალათ. ხვალიდან ნახავთ ახალ საშუალებებს თქვენს ნიკზე და არ გაგიკვირდეთ :) იკითხეთ რასაც ვერ გაიგებთ
სამწუხაროდ ამ თარიღის "კულტურული" აღნიშვის ფინანსები არ გვქონდა, მაგრამ ისე კი გვქონდა საიტზე წერილებიც და მილოცვებიც ამ კუთხით
ეს იყო მარტში 2018-ის მარტში გახდა საიტი 10 წლის
დიდი მადლობა ქალბატონო ნინო თქვენ ძალიან კარგად ჩაატარეთთქვენი მორიგეობა
დიდი მადლობა ამ წამოწყებისთვისაც და მისი ასე კარგად ჩატარებისთვისაც ახლა მომდევნო პროვოკატორი უნდა ჩაერთოს
ამ მისიის ასე კარგად შესრულებისთვის თქვენ ჯილდოვდებით ჟიურის წვრობით, რომელიც კარგა ხანია უნდა გქონოდათ და რომელიც მანამდე იმიტომ არ გქონდათ, რომ არ გეცალათ. ხვალიდან ნახავთ ახალ საშუალებებს თქვენს ნიკზე და არ გაგიკვირდეთ :) იკითხეთ რასაც ვერ გაიგებთ
სამწუხაროდ ამ თარიღის "კულტურული" აღნიშვის ფინანსები არ გვქონდა, მაგრამ ისე კი გვქონდა საიტზე წერილებიც და მილოცვებიც ამ კუთხით
ეს იყო მარტში 2018-ის მარტში გახდა საიტი 10 წლის
4. დარბაისლური ტექსტია, ცოტა დამაბნეველიც - ფამილარობის გარეშე ეს საიტი ისეთივე ცივი და უემოციო იქნებოდა ჩემთვის, როგორც მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოები, თავის დროზე. დარბაისლური ტექსტია, ცოტა დამაბნეველიც - ფამილარობის გარეშე ეს საიტი ისეთივე ცივი და უემოციო იქნებოდა ჩემთვის, როგორც მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოები, თავის დროზე.
3. მადლობა ნექტარ! ახლა დავხედე ჩემი გაწევრიანების თარიღს და რომ იტყვიან, პირკატა მეცა! 2010 წლის მაისიო... არადა, გუშინდელივით მახსოვს საიტის პირველი დღეები. მერე გამახსენდა, რომ ნამდვილი სახელით ვიდრე გამოვჩნდებოდი, ჯერ 2008 წლის 11 მარტს დავრეგისტრირდი, როგორც ,, დებორა”, ხოლო 2008 წლის 23 მარტს, - როგორც ,,დიოტიმა”.
მადლობა ნექტარ! ახლა დავხედე ჩემი გაწევრიანების თარიღს და რომ იტყვიან, პირკატა მეცა! 2010 წლის მაისიო... არადა, გუშინდელივით მახსოვს საიტის პირველი დღეები. მერე გამახსენდა, რომ ნამდვილი სახელით ვიდრე გამოვჩნდებოდი, ჯერ 2008 წლის 11 მარტს დავრეგისტრირდი, როგორც ,, დებორა”, ხოლო 2008 წლის 23 მარტს, - როგორც ,,დიოტიმა”.
2. გილოცავთ ქ–ნო ნინო საიტის 10 წლის იუბისეს, როგორც მის წევრტაგან "უხუცესს" და გისურვებთ 50 წლის იუბილეც მოგველოცოს ყველა სხვა სანდაზმულ და ყველა ასაკის საიტელებთან ერტად. სიტკბო და ბრწყინვალება არ მოკლებოდეს საიტს ყველა ჟანრსა და ურთიერთსიყვარულში, ურთიერთპატივისცემაში და ურთიერთშეცნობაში. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. სრულიად საიტს ვულოცავ 10 წლის იუბილეს საუკეთესო სურვილებით. გილოცავთ ქ–ნო ნინო საიტის 10 წლის იუბისეს, როგორც მის წევრტაგან "უხუცესს" და გისურვებთ 50 წლის იუბილეც მოგველოცოს ყველა სხვა სანდაზმულ და ყველა ასაკის საიტელებთან ერტად. სიტკბო და ბრწყინვალება არ მოკლებოდეს საიტს ყველა ჟანრსა და ურთიერთსიყვარულში, ურთიერთპატივისცემაში და ურთიერთშეცნობაში. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. სრულიად საიტს ვულოცავ 10 წლის იუბილეს საუკეთესო სურვილებით.
1. ჟანრი - ,,სხვა” უნდა ეწეროს. ჟანრი - ,,სხვა” უნდა ეწეროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|