ემილი დიკინსონი - ზენარო მამავ! (61)
ზენარო მამავ! იხსენი თაგვი, რომელსაც კატა ტანჯავს კირთებით! შენს საბრძანისში გამოუყავი სრა - შესაფერი მდიდარ ვირთხების!
სერაფიმული უბოძე სკივრი, დღეები განვლოს ციცქნაში საჭმლის, ზარზეიმურად ვიდრე ჩაივლის უნდობარ ჟამის ორომტრიალი!
5 სექტემბერი, 2018 წ.
Emily Dickinson - Papa above! (61)
Papa above! Regard a Mouse O'erpowered by the Cat! Reserve within thy kingdom A "Mansion" for the Rat!
Snug in seraphic Cupboards To nibble all the day While unsuspecting Cycles Wheel solemnly away!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|