ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2018


ეგაა,ის ხარ!

ეგაა,ის ხარ! ვერტიკალურს რომ გეძახიან და თანაც ბრუნვადს, გაღვიძებაც რომ შენით იწყება, ფანჯრიდან შემოსული ახალბედა მზის სხივივით და დაძინებაც შენით მთავრდება,სავსე მთვარის ყურებაში რომ ამოიტვიფრები ჩემს თვალებში...

ეგაა, ის ხარ! გარეთ გასვლისას წვიმას რომ იწყებს მუდამ ამ ბოლო დროს უცნაურად და გარკვეული ხანის შემდეგ წყვეტს აქტივობას,რადგან თავისი საქმე უკვე პირნათლად გააკეთა,სასურველი სევდა შემოიტანა ჩემში...

ეგაა,ის ხარ! ყოველი გაელვება ჩემს აზრებში რომ შენსკენ მოდის, როგორც გზები ილტვოდნენ რომისკენ,მე კი ვერ ვლახავ რუბიკონს,რადგან შენ ჩემზე ძლიერი ხარ,ჩემზე აღმატებული, როგორც უნდა იყოს წესით...

ეგაა,ის ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები