ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2018


ზოგადად და კონკრეტულად

ზოგადად უცხოს: ვისთვის სათნოს და ვისთვის უხამსს -
ქალაქში კაცი ისწორებდა საკუთარ მუღამს.

რადგან ზოგადად იმ ქალაქში საქმე არ ჰქონდათ,
უკლებლივ ყველა იმ ერთ კაცზე ლაპარაკობდა.

როგორც სხვა ასეთ შემთხვევებშიც ხდება ზოგადად,
ვიღაც აქებდა - სხვა ლანძღავდა (კაცს), არ ზოგავდა.

ბოლოს ქალაქში ხალხი ერთურთს გადაეკიდა,
იმ კაცს კი ყველა კონკრეტულად ფეხზე ეკიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები