ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2018


?!

ზამთრის ნაბიჯებს წვიმა მახსენებს,
როდესაც ფარავს ბალახებს სუსხი,
მე ღუმელთან ვარ,ჩაფიქრებული
გაფრენილ ჩიტთა აღმრიცხველ ნუსხით...

  ვუმზერ ფანჯარას,თითქოს გაყინულ
  ტბაში სუსხებს აქვთ ნავების ფორმა,
  უკაპიტანოდ მოტივტივეებს
  დაშლას უქადის წვიმის პლატფორმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები