 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2018 |
ერთი ბოლო აქვს ყველა კანდიდატს - ყველა გასუქდა, გაძღა, განდიდდა. ვინც დავადგინეთ, ერმა, თავებად, სუყველა აქეთ "გვებლატავება".
ყველამ ქართული მიწით ივაჭრა, თითო ნაწილი ყველამ მიაჭრა. მიშა, ბიძინა, ედო, ნათელა - ქვეყანა არვინ არ გაამთელა!
აქ ვინც გიგია და ვინც კახია, ყველა ფახია, ყველა კრახია. გადაჰყოლიან ჭამა-სმას, თრიაქს, არად აგდებენ მოხუც პატრიარქს.
რა სიბრძნე და რის გონიერება?! მაყუთზე ყველას გონი ერევა. რომ გაამდიდროს თავის კუნძული მთელი ერი ყავს გადაკუზული.
დრო გადის, არაფერი იცვლება, გარდა იმის, რომ ერი იცლება. ერთს გავაგდებთ და ვირჩევთ მეორეს, რომელიც ისევ ძველს იმეორებს.
ამათ პარპაშს რომ ბოლო მოეღოს, უნდა პატარა ჩვენც გონს მოვეგოთ. სამაგიერო გადავუხადოთ და ბოიკოტი გამოვუცხადოთ.
არ გავაკეთებთ, თუკი, არჩევანს, ჩვენი ქვეყანა ჩვენვე დაგვრჩება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ყოველთვის მივდივარ არჩევნენზე და ყოველთვის უმცირესობას ვაძლევ ხმას, იმ გათვლით, რომ წინააღმდეგობის გამწევი ყავდეს უმრავლესობას. თუმცა, ვიცი, რომ ესეც გულუბრყვილიბაა. ერთი ვაია, მეორე, მესამე და მეოთხე - ვუი.
რაც შეეხება ლექსს, კარგად ფლობთ კონვენციურ ლექსის ტექნიკას.
ყოველთვის მივდივარ არჩევნენზე და ყოველთვის უმცირესობას ვაძლევ ხმას, იმ გათვლით, რომ წინააღმდეგობის გამწევი ყავდეს უმრავლესობას. თუმცა, ვიცი, რომ ესეც გულუბრყვილიბაა. ერთი ვაია, მეორე, მესამე და მეოთხე - ვუი.
რაც შეეხება ლექსს, კარგად ფლობთ კონვენციურ ლექსის ტექნიკას.
5. საძმოს თბილი მოკითხვა და დიდი მადლობა! <3 ნათთია, ამ ეტაპზე, ჰო, ალბათ გაჭირდება სერიოზული ბოიკოტის ტალღის აგორება, ცოტა დროა (თუმცა ყველაფერი ხდება!), მაგრამ მე, ამგვარი თემების თუნდაც გაჟღერებაც კი მემნიშვნელოვანება. ძაან გადაისკორეს თავზე უკლებლივ ყველამ და მე, პირადად, მაგრად მიტყდება ამათ დადგმულ სპექტაკლებში უბრალო მონაწილეობაც კი. თანაც დემოკრატიის, ქვეყნის, შთამომავლობის და ა.შ. სახელით. გვერდში დგომისთვის კი მადლობა შენც :) საძმოს თბილი მოკითხვა და დიდი მადლობა! <3 ნათთია, ამ ეტაპზე, ჰო, ალბათ გაჭირდება სერიოზული ბოიკოტის ტალღის აგორება, ცოტა დროა (თუმცა ყველაფერი ხდება!), მაგრამ მე, ამგვარი თემების თუნდაც გაჟღერებაც კი მემნიშვნელოვანება. ძაან გადაისკორეს თავზე უკლებლივ ყველამ და მე, პირადად, მაგრად მიტყდება ამათ დადგმულ სპექტაკლებში უბრალო მონაწილეობაც კი. თანაც დემოკრატიის, ქვეყნის, შთამომავლობის და ა.შ. სახელით. გვერდში დგომისთვის კი მადლობა შენც :)
4. ხუთმა კაცმაც რომ მიიღოს მონაწილეობა , ხუთი კაციდანაც აარჩევენ ლიდერს. არ წასვლა გამოსავალი არაა, რეალურ შედეგიან ბოიკოტს თუ ვინმე მოიფიქრებს, მეც გვერდით მიგულეთ. ლექსი კი კარგია. ხუთმა კაცმაც რომ მიიღოს მონაწილეობა , ხუთი კაციდანაც აარჩევენ ლიდერს. არ წასვლა გამოსავალი არაა, რეალურ შედეგიან ბოიკოტს თუ ვინმე მოიფიქრებს, მეც გვერდით მიგულეთ. ლექსი კი კარგია.
3. საძმო შენს გვერდითა თან იმხელა... მტრისას... რაღა თქმაა და ხარისხობრივად:) მაგ. 9 აპრილს რუსთაველზე ლადოს ერთმა ლექსმა დიდი იმპერიის ზოგადსაკაცობრიო სიმართლეს სამარადჟამოდ ჩაუდგა თუშიშვილის შუაკაურივით. წერე ესეთები... ელდებს რომ ისროდეს წარა-მარა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...
საძმო შენს გვერდითა თან იმხელა... მტრისას... რაღა თქმაა და ხარისხობრივად:) მაგ. 9 აპრილს რუსთაველზე ლადოს ერთმა ლექსმა დიდი იმპერიის ზოგადსაკაცობრიო სიმართლეს სამარადჟამოდ ჩაუდგა თუშიშვილის შუაკაურივით. წერე ესეთები... ელდებს რომ ისროდეს წარა-მარა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...
2. ბოიკოტისმაგვარ ღონოსძიებებს თავისებური ორგანიზება ჭირდება, რისი ნიჭი და საშუალება მე არ მაქვს. თქმით კი ავად თუ კარგად ვამბობ ყოველთვის, რასაც ვფიქრობ და თუ ვინმე აყვება ხომ კარგი. თქვენც გმადლობთ, ენ :) ბოიკოტისმაგვარ ღონოსძიებებს თავისებური ორგანიზება ჭირდება, რისი ნიჭი და საშუალება მე არ მაქვს. თქმით კი ავად თუ კარგად ვამბობ ყოველთვის, რასაც ვფიქრობ და თუ ვინმე აყვება ხომ კარგი. თქვენც გმადლობთ, ენ :)
1. ბოიკოტის თემაში, თუ რამე აქციას დაგეგმავთ, არ გამომაპაროთ და წინა რიგებში ადგილი შემინახეთ :))) პ.ს. გეთანხმებით ყველაფერში ბოიკოტის თემაში, თუ რამე აქციას დაგეგმავთ, არ გამომაპაროთ და წინა რიგებში ადგილი შემინახეთ :))) პ.ს. გეთანხმებით ყველაფერში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|