ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2018


დამშვიდობებისა

ტკივილის არსის გასაგებად
უნდა გეტკინოს!
ისე რომ,თითქოს გული ამოგგლიჯეს მორფის გარეშე,
თითქოს ხედავდე როგორ გართმევენ გრძნობებს
რომლებიც შენი იყო! სხვას უნერგავენ...

  წყევლი ყველას და თანაც არ გაქვს
  თავის დაჭერის იოტისოდენა უნარიც კი,
  გმარხავენ ისე,თითქოს მართლა უგულო იყო
  ადამიანის არ შეგრჩენოდეს რაიმე კვალი...

ბუნების ხედით ტკბობის ნაცვლად,უყურებ
მიწას,რომლის ფერსაც ვეღარ ამჩნევ უუნარობით,
ცდილობ იფიქრო შურისგებაზე,მაგრამ ხვდები რომ
ღირსი იყავი ამ შედეგის,მომსწრე ხარ რისიც...

  ბედნიერების მიხედვით რომ ინსჯებოდნენ იქ ზევით,
  შენ იქნებოდი თავიდან არა! ბოლოდან წინა,
  მაინც შეარხევ შენს იღბალს და იკითხავ კრულვით,
  შენს ოცნებებს ფხიზლად მაინც თუ სადმე სძინავთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები