 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2018 |
შავთეთრ ფოტოებს ჰგვანან დღეები, მინდა-არ მინდას გვირილაც გახმა. და გულგრილობის გულქვა შრეები კედლის ბზარებში იპოვა სახლმა. უკვე გაავლო გამყოფი ხაზი შუბლზე გაჩენით გრძელმა ნაოჭმა. დროსთან კამათს კი არა აქვს აზრი, რადგან ხილულად არსად არ მოჩანს. გარბიხარ, მერე ბრუნდები უკან, როგორც მიბმული ძაღლი პალოზე... და არ ჰყოფნიხარ ყოფას ერთ ლუკმად, თუ სათავისოდ კარგად არ მოგზელს. მოჰგავს ცხოვრება იმ ღერ სიგარეტს, თითებშუა რომ რჩება ნამწვავად. რაც კარგი ქენი, ან რაც მიქარე, შენთან დარჩება, აბა, სად წავა... ცხოვრობ რატომღაც, ანდა როგორღაც, სხვების სხვის ომში ”სიბრძნეებს” ისმენ. სურვილს კი სული ფრანით მოჰქონდა, რომ ერთხელ მაინც აგეშვა ცისკენ... რისიც გწამდა და რისიც გჯეროდა ახლა აღარ ღირს გახვრეტილ გროშად. დარჩა პირღია კლიტე ჩემოდანს, რადგან გაქცევის სეზონიც მორჩა. ...და აღარ გინდა ის, რაც გინდოდა, ცხოვრებას თითქოს გვერდიდან უცქერ. რა სინქრონი აქვს უამინდობას ლექსთან, რომელიც შეაშრა ფურცელს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ულამაზესია.. ულამაზესია..
14. ეს მშვენიერია
5 აქ ეს მშვენიერია
5 აქ
13. რა კარგია.. ძალიან კარგი.
5..
რა კარგია.. ძალიან კარგი.
5..
12. რა კარგი დღეა, ერთიმეორეზე უკეთესი ლექსებით აკინძული. თანანასეული - როგორც ყოველთვის კარგი! რა კარგი დღეა, ერთიმეორეზე უკეთესი ლექსებით აკინძული. თანანასეული - როგორც ყოველთვის კარგი!
11. საოცარი ლექსია ბრავო! საოცარი ლექსია ბრავო!
10. 5555555........
5555555........
9. თანანა
როგორც ყოველთვის, შესანიშნავია. თანანა
როგორც ყოველთვის, შესანიშნავია.
8. კარგი როგორც ყოველთვის. კარგი როგორც ყოველთვის.
7. მგონი, პოეზიაში ახლა ვიდგამ "ფეხს და ენას", :) რადგან ზოგიერთის შეფასებით +3-ზე მეტი ვერ დავიმსახურე... რას იზამ, ქალია და გუნება... მგონი, პოეზიაში ახლა ვიდგამ "ფეხს და ენას", :) რადგან ზოგიერთის შეფასებით +3-ზე მეტი ვერ დავიმსახურე... რას იზამ, ქალია და გუნება...
6. წავიღე დღიურში წავიღე დღიურში
5. ამის მერე რაღა უნდა დაწეროთ? :) ბრავოოოოოოო! ამის მერე რაღა უნდა დაწეროთ? :) ბრავოოოოოოო!
4. თითებშუა რომ რჩება ნამწვავად. რაც კარგი ქენი, ან რაც მიქარე ------> !!!!
სურვილს კი სული ფრანით მოჰქონდა, რომ ერთხელ მაინც აგეშვა ცისკენ... ------> !!!!
მთელი ლექსის ამოწერაც შეიძლებოდა ძალიან მაგარი ლექსია თანანას ხელი რომ იგრძნობა მის ლექსებშიც ერთერთი გამორჩეული
ულაპარაკოდ მონიშნული 5 თითებშუა რომ რჩება ნამწვავად. რაც კარგი ქენი, ან რაც მიქარე ------> !!!!
სურვილს კი სული ფრანით მოჰქონდა, რომ ერთხელ მაინც აგეშვა ცისკენ... ------> !!!!
მთელი ლექსის ამოწერაც შეიძლებოდა ძალიან მაგარი ლექსია თანანას ხელი რომ იგრძნობა მის ლექსებშიც ერთერთი გამორჩეული
ულაპარაკოდ მონიშნული 5
2. შესანიშნავია.
შესანიშნავია.
1. ჩემი რჩეული პოეტი. ჩემი რჩეული პოეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|