ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2018


გაიღვიძეთ

რანაირი უბრალო და სადა ცაა,
გაიღვიძეთ და დახატეთ მხატვრებმა.
თორემ აწი პირს შეიკრავს სადაცაა
და უღრუბლო ზეცა მოგენატრებათ.

როგორ იცის დარდმა მუშტის მოღერება,
თუ გზა ცისკენ ვერ გაკვალა ფიქრებმა.
გაიღვიძეთ და იმღერეთ მომღერლებმა,
თორემ მერე უკვე გვიან იქნება.

სიმარტოვე რას არ მიედ-მოედება,
ვიღას კარზე აღარ დააბრახუნებს.
გაიღვიძეთ და დაწერეთ პოეტებმა,
თორემ სევდა დგას და გრძნობებს ახუნებს.

ზიარების იქნებ, ღმერთმა, მოგვცეს ნება,
მის სისხლს და ხორცს, მის პურსა და მის ღვინოს.
გაიღვიძეთ და ილოცეთ მლოცველებმა,
ეგებ ღმერთმა ჩვენი კიდევ ისმინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები