ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ოქტომბერი, 2018


მოვედითო...

წვეულებიდან გამოსულები  ორივე შეუთანხმებლად ტაქსის  უკანა სავარძელზე  მოთავსდნენ.
ცეცხლის გაღვივებას მხოლოდ  რამდენიმე  შეხება  ეყო...
კაცმა ჯერ მიიზიდა და თმის  სურნელი შეიგრძნო, მერე ტუჩებს  მისწვდა.
ქალი არ გაძალიანებია...
დაუსრულებელი კოცნა ორივეს სუნთქვას უკრავდა.
_ჩემზე არ იდარდო,  არაფერი მჭირდება, რაც  მინდა, ყველაფერი მაქვს_ ქალმა მაინც  თქვა რამდენიმე სიტყვა.
_მადლობა, რომ გიყვარდი_უცნაური  აზრი გაუჩნდა  კაცს.
_ყოველთვის_  მხოლოდ ამ სიტყვას იმეორებდა ქალი.
_და სულ  ჩემი...
ქალი ტიროდა
შეკავებულმა ცრემლმა ერთბაშად გადმოხეთქა.
მერე ერთმანეთის თითებს ეფერებოდნენ  დიდხანს და  სუნთქვას უსმენდნენ
გულს  ბაგაბუგი გაუდიოდა,  ოცდაათი წლის წინანდელივით.
_ვცოცხლობ იმისთვის ,რომ მიყვარდე_ ამბობს  ქალი
_ორმოცდაორი წელია  ყოველდღე შენზე ვფიქრობ
_ნუთუ  ასეთი სიყვარული არსებობს?
_როგორც ხედავ....
_ არ ცვდება?
_ამბობენ, მხოლოდ სიკვდილის მერეო, ეგ ჯერ არ გამომიცდია...
_ასეთი  სიყვარულისთვის    ერთი სიცოცხლე  არაა საკმარისი...
_მაშინ მეორედ დავიბადოთ ერთმანეთისთვის...

მოვედითო_მძღოლმა...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები