ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2018


***

იყო სამყარო და იყო გაოცება,
იყო ოცნებები თითქმის ახდენილი,
ბევრი სურვილი და ბევრი საოცრება
ერთად შექმნილი და ერთად დაწერილი...
მაშინ გაღვიძებას შენი მზერა ახლდა,
ახლა კი საღამოს ყინვადაფენილი
ფიქრი იკრიბება მცივან სასთუმალთან
გაურკვეველი და სახტად დარჩენილი...
ახლა სიზმარში ხარ ისე რეალური,
თითქოს შენი სუნი კვლავაც ამდიოდეს,
თითქოს ცისქვეშეთის ყველა სიყვარული
ჩემთვის გაგეგოს და ასე გადიოდეს
ჩვენი არსებობა ვნებად აკრეფილი...
ჩვენი მთლიანობა, ჩვენი ერთსულობა
გაგიჟებული და გრძნობად აფეთქილი,
ისე ჟღერდებოდეს, როგორც ერთგულება.
და მე ამ ზმანების გა-ცხადება-ს ვნატრობ!..
მინდა სულ ხელახლა შენთვის გავილექსო,
მინდა უშენობა კვლავ შემომეძარცვოს
და კვლავ შენეული საბნით შევიმოსო,
მინდა დაგიჩემო, მინდა საკუთრება
შენიც მეწოდოს და მინდა შენც გინდოდეს
ჩვენი ღიმილების კვლავ გასათუთება,
ჩემი სიყვარული შენსას რომ ინდობდეს!
მაშინ გაღვიძებას შენი მზერა ახლდა, 
ახლა კი საღამოს ყინვადაფენილი
ფიქრი გღვენთავს ისევ სიზმრად ათინათთან,
ბალიშს გაკრული და წვეთად დაცვენილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები