ემილი დიკინსონი - წინდახედულად უამბე ღატაკს (119)
წინდახედულად უამბე ღატაკს - რა საუნჯე გაქვს და რა ხვასტაგი, კრძალვით უხსენე შიმშილით ნატანჯს, შენი საჭმლის და ღვინის მარაგი!
ტყვეს არ აღუძრა სიტყვის გადაკვრით თავისუფლების მოწადინება, თორემ ჯურღმულში დახსნის არაკი ზოგჯერ ტკბილია მომაკვდინებლად!
27 ოქტომბერი, 2018 წ.
Potose - იგივე Potosi - ბოლივიის ძველი დედაქალაქი, ცნობილია ვერცხლის საბადოებით.
Emily Dickinson - Talk with prudence to a Beggar (119)
Talk with prudence to a Beggar Of "Potose," and the mines! Reverently, to the Hungry Of your viands, and your wines!
Cautious, hint to any Captive You have passed enfranchised feet! Anecdotes of air in Dungeons Have sometimes proved deadly sweet!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|