 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2018 |
მოტყუებით დაჭერილი, სვე საწყალი, გაყიდული და გაცვლილი სული - ფულში, გაგეცნობით: მე ვარ ერთი, ბედზე მწყრალი, გალიაში დამწყვდეული თუთიყუში.
მარტო ჩამსვეს, მეტყველებას რადგან თურმე ვერ ვისწავლი, სხვასთან ერთად თუ ვიჯდები?! ამათ ხელში, ნუ გაგიკვირდებათ თუ მე გავგიჟდები, გავგიჟდები, გავგიჟდები!!!
სამი დღეა ახალ სახელს მასწავლიან, მაწამებენ თითქოს პატიმარი ვიყო. ერთ-ერთს ასე მოუნდა და ახლა მქვია - "ჩიკო-რიკო", "ჩიკო-რიკო", "ჩიკო-რიკო"...
სხვა რა გზა მაქვს - შევისწავლი ამათ ენას. ახალ სახელსაც ავიტან მოთმინებით. მაგრამ ერთ დღეს, კარი ღია რომ დარჩებათ, გავფრინდები, გავფრინდები, გავფრინდები!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. თავისუფლება ჩიკოს :) თავისუფლება ჩიკოს :)
6. მადლობა და ჩიკომაც მადლობაო :))) მადლობა და ჩიკომაც მადლობაო :)))
5. სათაურის წაკითხვისთანავე, მანანა თოდაძის - "ფარშევანგი გალიაში" გამახსენდა და ვეღარ წავიკითხე სხვანაირად. მე მაპატიეთ, ჩემი და მანანას ბრალია მხოლოდ :)) თქვენ კი, წარმატებას გისურვებთ! სათაურის წაკითხვისთანავე, მანანა თოდაძის - "ფარშევანგი გალიაში" გამახსენდა და ვეღარ წავიკითხე სხვანაირად. მე მაპატიეთ, ჩემი და მანანას ბრალია მხოლოდ :)) თქვენ კი, წარმატებას გისურვებთ!
3. კანცელარიაში საჩივრად გატარდა და რა ვიცი :)))) კანცელარიაში საჩივრად გატარდა და რა ვიცი :))))
2. აი ჩივილი კი არა მუქარაა, კარი მაგრად ჩაკეტეთ...
აი ჩივილი კი არა მუქარაა, კარი მაგრად ჩაკეტეთ...
1. გასწი გაფრინდი მერანო <3 გასწი გაფრინდი მერანო <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|