 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2018 |
ქარებშეპარული დარებია, ფოთლებაწეწილი ამინდები... ყვითლად დასეტყვილი ბარები და მზის გულს გატანილი მაგიდები... გზისკენ მომლოდინე თვალებიდან სხივი ხელთავიდან ნაბიძგები... თურმე რა ღვთიურად ყვარებია იმ ბიჭს იმ გოგონას ნაბიჯები ახლა გზად რომ მოდის შარებით და რაღაც ვნებიანი გარინდებით, ბაგეს დატყობილი "ზარებით" და სურვილს აყოლილი გაგიჟებით... სკამი გამოსწია აღელვებით, კოცნა გამოსტყუა სულ პირველად, დასვა ქალი ასე გახელებით გრძნობებშეფარვით და თან შიშველად, მზერა შემოაჭდო უხერხული, თანაც საამო და თანაც ურცხვი და გზა ცხოვრებისგან უფერული უცებ ათინათდა ვნების შუქით. გაქრა სიმორცხვე და სისადავე, სულიც გათავხედდა, გაველურდა, შედგა ის პირველი სითამამე ისე, როგორც გულებს გულით სურდათ, შედგა სიყვარული გამთლიანდა ყველა ოცნება და ყველა ნატვრა, აწმყო უხვ მომავლად გამზიანდა და მზის სამოსელში გაიბადრა... ქარებშეპარული დარები და ვნებით არეული ამინდები... როგორ უსაშველოდ ყვარებია იმ ბიჭს იმ გოგონას ნაბიჯები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა. მადლობა მუხა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|