ნინო დარბაისელი
ერთი პოეტი - - -
ორმოცი წელი წყაროდან წყალი საცრით რომ ზიდო, ალბათ ერთხელაც, ცოტას მაინც, სადმე მიიტან. მე აღარა ვარ იმ ასაკში, რომ ადამიანს სიმართლე ვეღარ შევუბედო, თუნდაც ემწაროს, და აი, ვამბობ: - მაგ პოეტისა ზეპირად - არა, მაგრამ ისე კი, კარგად ვიცი ყველა სტრიქონი, ყოველი რიტმი, ყოველი სახე, ქვეტექსტები თუ კონტექსტები, ლექსის გარე თუ შიდა ფორმა, და დასკვნის სახით, შემიძლია გამოვაცხადო, რომ მთელი მისი შემოქმედება თუ რამეს უდრის, ეს არის ღვინო, ოღონდ შაქარზე და ჭაჭაზე დაყენებული, გამოცდილები ოპტიმალური ფერისა და არომატისთვის, პროპორციულად, ნატურალურსაც რომ შეურევენ. მათრობელაა, თანაც, ხშირად ნამდვილზე მეტად, მაგრამ ეს თრობა - შიგ გარეული სპირტის ბრალია, ამის გამოა, რომ თუ მაინც შეგიყოლია და მიეძალე, ნაბახუსევზე საშინელი პირის სიმშრალე, ოფლიანობა, თავის ქვასავით დამძიმება და საფეთქლების დაბეჟილივით ტკივილი იცის. გამოფხიზლდები, პირს დაიბან, გამოხვალ გარეთ, ამოისუნთქავ და შემოდგომის მინაზებულ მზეს რომ ახედავ ათამაშებულ ქუთუთოებში ჭყინტი ყველივით წვენმომდგარი ემაგ თვალებით, გინდა გჯეროდეს, რომ დაივიწყებ და არც ვინმეს ემახსოვრება, რამ აგიტანა, აგაცეტა, მაინც რა იყო!
სინამდვილეში, მე ერთ სტრიქონსაც ვერ ვიტან მისას, მისი სახელის ხსენებაც კი ხანდახან მზარავს, ავტორისავით ხელოვნურად გადაპრანჭულის, უთავმოყვაროდ კუდში რომ დამდევს. უცხო თვალთაგან გარიდებული დროს მოვიხელთებ და გამწარებით თავზე დავყვირი, შემეშვი- მეთქი, დამღალე- მეთქი… მოიკუნტება, მოსაწყლდება და ლამისაა, ხელში ჩამაკვდეს. განა არ ვიცი, თვალთმაქცია, გამომიჭირა და ვერაგულად ეთამაშება ჩემს გულჩვილობას, სად წავიდეო, მიშველეო, ცრემლის გუბეში ჩამახედებს, თავს დამანახვებს. ეყოფა, მორჩა! სტრონი ვარ-მეთქი, რით ვერ გაიგე, სტრონი, სტრონი! ამერიკელი დისენტური დიასახლისი. რაის - პოეტი, რაის - ნინო დარბაისელი!
თქვენ კი, ერთს გირჩევთ. ჭირად და ლხინად მეც ვეყოფი, ისიც - მეყოფა. ცხოვრება ისე ხანმოკლეა, თუ მოგენატროთ, აგერ ვდგავარ, თქვენთვის მღიმარი, იმ აბდაუბდა დარბაისელს სათოფეზეც არ მიეკაროთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. სამი დღის მერე უნდა ნახოთ ქულები ქალბატონო ნინო ასეთი წესია პირველ სამ დღეს არ ჩანს ქულები, ან ნაწილობრივ ჩანს სამი დღის მერე კი ყველა ქულა სრულად და დაუყოვნებლივ აისახება
დააცადეთ კიდევ ერთი დღე და ნახავთ გამოჩნდება ყველა წინა ქულაც სამი დღის მერე უნდა ნახოთ ქულები ქალბატონო ნინო ასეთი წესია პირველ სამ დღეს არ ჩანს ქულები, ან ნაწილობრივ ჩანს სამი დღის მერე კი ყველა ქულა სრულად და დაუყოვნებლივ აისახება
დააცადეთ კიდევ ერთი დღე და ნახავთ გამოჩნდება ყველა წინა ქულაც
15. მადლობა, ჩემო კარგებო! თანანა, ამას წინათ , ჩემი ერთი ლექსის ქვეშ ერთი კომენტარი დავდე შენზე. პირადად არ გამომიგზავნია. მენატრებით მთელი ოჯახი. სიზმარშიც ვხედავ იმ სიტკბოს და სითბოს, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენკენ მეზიდებოდა. ეს ლექსი ორმოცი წელიო ამბობს და ჩვენს მეგობრობას კი ნახევარ საუკუნემდე რაღა უკლია! სიზუსტისთვის - 4 წელი. მომიკითხე თქვენები ანუ ჩემები.
დანარჩენებო, ასეთი რამ მჭირს თამრის ყოველ გამოჩენაზე, ყოველ ლექსზე და წაკითხვის მერე კომენტარს იმიტომ არ ვუტოვებ, რომ თქვენ არ მოგაბეზეოთ თავი ჩემი გულჩვილობითა და მიკერძოებით.
ახლა ავტორულ წუწუნსაც გაუძელით:
რატომ ხდება, რომ ამ ლექსისთვის შრომა არ დამიკლია, არც მაქებარი დაჰკლებია, მის შემდეგ, ორი დღის მერე დადებული სხვათა ლექსებიც კი ქულებით შეფასებულია, აქ კი ისევ ნულია? მადლობა, ჩემო კარგებო! თანანა, ამას წინათ , ჩემი ერთი ლექსის ქვეშ ერთი კომენტარი დავდე შენზე. პირადად არ გამომიგზავნია. მენატრებით მთელი ოჯახი. სიზმარშიც ვხედავ იმ სიტკბოს და სითბოს, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენკენ მეზიდებოდა. ეს ლექსი ორმოცი წელიო ამბობს და ჩვენს მეგობრობას კი ნახევარ საუკუნემდე რაღა უკლია! სიზუსტისთვის - 4 წელი. მომიკითხე თქვენები ანუ ჩემები.
დანარჩენებო, ასეთი რამ მჭირს თამრის ყოველ გამოჩენაზე, ყოველ ლექსზე და წაკითხვის მერე კომენტარს იმიტომ არ ვუტოვებ, რომ თქვენ არ მოგაბეზეოთ თავი ჩემი გულჩვილობითა და მიკერძოებით.
ახლა ავტორულ წუწუნსაც გაუძელით:
რატომ ხდება, რომ ამ ლექსისთვის შრომა არ დამიკლია, არც მაქებარი დაჰკლებია, მის შემდეგ, ორი დღის მერე დადებული სხვათა ლექსებიც კი ქულებით შეფასებულია, აქ კი ისევ ნულია?
14. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი შეფასების დამატება არაფრისმთქმელი იქნება. რა საოცარი სიღრმეა, ყოვლისმომცველი.
ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი შეფასების დამატება არაფრისმთქმელი იქნება. რა საოცარი სიღრმეა, ყოვლისმომცველი.
13. ძალიანი მომეწონა, ფინალი ბრწყინვალეა. ძალიანი მომეწონა, ფინალი ბრწყინვალეა.
12. ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო ერთერთი თქვენი საუკეთესოთაგანი
მართალი ხართ, სათაურში არაფრით არ შეიძლებოდა ამის გათქმა მოულოდნელობის ეფექტი ბევრად ძლიერია
სატავფურცლეთა შორის სათავფურცლეა :) და არც შაქარზე დაყენებული არაა ნატურალური წვენია, წყალიც კი არა აქვს შეპარული :)
ალალი მონიშნული 5-იანი
პ.ს. ეს თოლია კიდევ რამდენჯერ იმეორებს ხოლმე. გავიგეთ თოლია, გავიგეთ :)))
ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო ერთერთი თქვენი საუკეთესოთაგანი
მართალი ხართ, სათაურში არაფრით არ შეიძლებოდა ამის გათქმა მოულოდნელობის ეფექტი ბევრად ძლიერია
სატავფურცლეთა შორის სათავფურცლეა :) და არც შაქარზე დაყენებული არაა ნატურალური წვენია, წყალიც კი არა აქვს შეპარული :)
ალალი მონიშნული 5-იანი
პ.ს. ეს თოლია კიდევ რამდენჯერ იმეორებს ხოლმე. გავიგეთ თოლია, გავიგეთ :)))
11. ფაქტიურად მთვრალი ვარ უკვე.... ფაქტიურად მთვრალი ვარ უკვე....
10. ბრწყინვალეა. არ ვიცი თქვენივე "მაი სფეისში" რატომ გამახსენდა. ბრწყინვალეა. არ ვიცი თქვენივე "მაი სფეისში" რატომ გამახსენდა.
9. მე რა ვქნა, მე, ორივე ნინო რომ მიყვარს და მენატრება თავისი "კრიტიკული რეფლექსია- სახლისური სტრონიანად"? ამ ორი სტრიქონით იმდენი და ისე თქვი, ბარე ორ რომანს რომ ეყოფოდა - "ჭირად და ლხინად მეც ვეყოფი, ისიც - მეყოფა. ცხოვრება ისე ხანმოკლეა"... მოკლედ, "იმ აბდაუბდა დარბაისელს" ფრიად ღირებული აზრები და პოეზია აქვს!!! <3 მე რა ვქნა, მე, ორივე ნინო რომ მიყვარს და მენატრება თავისი "კრიტიკული რეფლექსია- სახლისური სტრონიანად"? ამ ორი სტრიქონით იმდენი და ისე თქვი, ბარე ორ რომანს რომ ეყოფოდა - "ჭირად და ლხინად მეც ვეყოფი, ისიც - მეყოფა. ცხოვრება ისე ხანმოკლეა"... მოკლედ, "იმ აბდაუბდა დარბაისელს" ფრიად ღირებული აზრები და პოეზია აქვს!!! <3
7. ნეტა როგორი სიმწარე აქვს ისეთი პოეტის ყოფას, ვინც ასეთი თავმდაბალი არ არის?!
პერფექტ! ნეტა როგორი სიმწარე აქვს ისეთი პოეტის ყოფას, ვინც ასეთი თავმდაბალი არ არის?!
პერფექტ!
6. მეუდაბნოე, მადლობა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენებ მაგ საინტერესო რჩევას. ლექსის კომპოზიციას დაანგრევს, მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგება მეუდაბნოე, მადლობა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენებ მაგ საინტერესო რჩევას. ლექსის კომპოზიციას დაანგრევს, მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგება
5. ვფიქრობ, სჯობს სათაურშივე ჩანდეს, რომ პოეტ დარბაისელს მიმართავს სხვა დარბაისელი. ვფიქრობ, სჯობს სათაურშივე ჩანდეს, რომ პოეტ დარბაისელს მიმართავს სხვა დარბაისელი.
4. კარგია. მომეწონა ნაჩალიჩარ, შაქარა ღვინოსთან შედარება. ნიკო სამადაშვილის ერთი ლექსი გამახსენა - „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“ კარგია. მომეწონა ნაჩალიჩარ, შაქარა ღვინოსთან შედარება. ნიკო სამადაშვილის ერთი ლექსი გამახსენა - „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“
3. ეს პოეტის თვითკრიტიკული რეფლექსიაა, ანუ ,,ერთი პოეტი - ჩემიბ მეორე ,,მეა' ეს პოეტის თვითკრიტიკული რეფლექსიაა, ანუ ,,ერთი პოეტი - ჩემიბ მეორე ,,მეა`
2. მხოლოდ ერთი რომ იყოს...
წააკითხეთ ადრესატს :-) უარყოფითი კონტექსტის მიუხედავად, რა გემრიელი ნაწერია.
მხოლოდ ერთი რომ იყოს...
წააკითხეთ ადრესატს :-) უარყოფითი კონტექსტის მიუხედავად, რა გემრიელი ნაწერია.
1. მხოლოდ ერთი რომ იყოს...
წააკითხეთ ადრესატს :-) უარყოფითი კონტექსტის მიუხედავად, რა გემრიელი ნაწერია.
მხოლოდ ერთი რომ იყოს...
წააკითხეთ ადრესატს :-) უარყოფითი კონტექსტის მიუხედავად, რა გემრიელი ნაწერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|