ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2018


დროის სიმუხთლე

და რადგან მკლავდა, მაინც, ეს სენი,
მივედი, ვნახე და გავეხსენი:

რაც გაგიცანი, გეტრფი მას აქეთ...
(აქ წამოვწითლდი და დამახველა),
მაგრამ ჩვენს შორის მდგომი ასაკი
მკაცრად მიკრძალავს შენთვის გამხელას

გრძნობის, რომელსაც გულით ვატარებ
(სავსეს ოცნებით და იმედებით),
დროის სარკეში შენს თავს მადარებს
და მეც სირცხვილით ვიწვი და ვხვდები,

რომ ყველაფერი არის საშინლად
და არც არასდროს იქნება უკეთ,
რადგან, ჩვენ, სხვადასხვა ასაკში ვართ
და თუ ერთმანეთს კარგად გავუგეთ,

ეს მაინც დიდად ვერაფერს ვერ ცვლის,
რადგან დრო ისე სწრაფად მიფრინავს...
მე, უკვე თმაში მერევა ვერცხლი,
შენ კი, თვალებში ოქრო გიბრწყინავს.

ამიტომ ბრძოლა არც კი მიცდია
(ო, ღმერთო ჩემო..., ო, ნოსტერ პატერ...),
შენ დაიბადე ძალიან გვიან,
თუ ეს მე გავჩნდი ძალიან ადრე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები