 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2018 |
იყო ერთი ფიქრის გმირი, გაქცეული წიგნიდან, უცნაური ხასიათით სულ პრობლემებს იქმნიდა... ზოგჯერ შლაპით დადიოდა, ზოგჯერ გრძელი ტროსტითაც, ჰო, ერთ დღესაც მარიაჟთან მკლავის გაყრა მოსწყინდა... ღმერთს თავის თავს უყვებოდა ისე, როგორც მეგობარს, თუმცა, თავი ღვთის მოშიში არასოდეს ეგონა... ძაღლებს უფრო ენდობოდა, ვიდრე იმათ პატრონებს, არასოდეს არ უკითხავს, - რაც გადამხდა, რატომ მე?.. დრო კი იყო ყველა თხოვნის სულ ცალ ყურში გამშვები, ყვავნაყვედრი ხეებიდან მიფრინავდნენ შაშვები... მუდამ ზურგის ტვინით გრძონდა სუნს ჰაერში ღალატის, არასოდეს ენდობოდა „უმწიკვლოთა“ ნარატივს... ჩუმად წერდა თავის განცდებს და სიჩუმის ნოტებსაც, დუმილი რომ ამეტყველდა, აღარ გააპროტესტა... რაინდული სული ჰქონდა, აწეული თამასით, გენში ჰყავდა ჩარჩენილი ცხრა ბიჭიც და სამასიც... ზოგჯერ თავის მოტყუების იყო დიდი მაესტრო, არ უნდოდა რეალობას პირში თქმა რომ დაესწრო... მზისგან ცხელი ნატუჩარი მხარზე ჰქონდა სვირინგად, პირდაპირი მზერა ჰქონდა, არ გეტყოდა ირიბად... ბუნებასაც ისე გრძნობდა, როგორც ძარღვებს ფოთლები, იყო ბევრის დამტევი და ცოტა რამის მომთმენი... გაქცეული გმირი იყო ერთი ფიქრის საკნიდან, ტროსტზე შლაპა დაკიდა და... ის უბრალოდ, წავიდა... 18.11.18
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არც ავტორი უნდა იყოს შორს პერსონაჟისგან, მიუხედავად სქესისა <3 ვახ, რატომ გამომრჩა ეს ლექსი?! წავიღე დღიურში <3 არც ავტორი უნდა იყოს შორს პერსონაჟისგან, მიუხედავად სქესისა <3 ვახ, რატომ გამომრჩა ეს ლექსი?! წავიღე დღიურში <3
8. "გენში ჰყავდა ჩარჩენილი ცხრა ბიჭიც და სამასიც..."
"გენში ჰყავდა ჩარჩენილი ცხრა ბიჭიც და სამასიც..."
6. ძალიან მომეწონა და არა მარტო იმიტომ რომ ცოტათი ჩემს თავს მივამსგავსე (ან ბევრით :)) ) წარმატება <3 ძალიან მომეწონა და არა მარტო იმიტომ რომ ცოტათი ჩემს თავს მივამსგავსე (ან ბევრით :)) ) წარმატება <3
5. გასაგებია მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ მაინც დავაზუსტე :)
კარგია გასაგებია მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ მაინც დავაზუსტე :)
კარგია
4. ნიკი, ამ ლექსის ლირიკული გმირი კრებსითი სახეა, ჩემი ძმიდან დაწყებული ყველა იმ ცნობილი თუ უსახელო გმირით დამთავრებული, ვისაც კაცობის ისეთი შინაგანი კონსტიტუცია ჰქონდა, "შესწორებებს" რომ ვერ შეიტანდი!!! ნიკი, ამ ლექსის ლირიკული გმირი კრებსითი სახეა, ჩემი ძმიდან დაწყებული ყველა იმ ცნობილი თუ უსახელო გმირით დამთავრებული, ვისაც კაცობის ისეთი შინაგანი კონსტიტუცია ჰქონდა, "შესწორებებს" რომ ვერ შეიტანდი!!!
3. კარგი ლექსია კარგ ტიპზე
ვიზეა ქალბატონო თანანა?
ალალი 5 კარგი ლექსია კარგ ტიპზე
ვიზეა ქალბატონო თანანა?
ალალი 5
2. იიიიიიიიიფ, რა კარგი იყო, იიიიიიიიიიიფ! იიიიიიიიიფ, რა კარგი იყო, იიიიიიიიიიიფ!
1. რა კარგი ტიპია, გაცნობა მომინდა :)
რა კარგი ტიპია, გაცნობა მომინდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|