ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2018


ნამდვილი ქალი

შენ იცი ვინ ხარ? შენ ქალი ხარ, ნამდვილი ქალი -
სილამაზის და სიყვარულის დეფინიცია
და ვერ ვუჯერებ ჩემს გონებას, ყურებს და თვალებს,
რადგან ამგვარი არაფერი გამომიცდია,

სანამ გნახავდი, შეგხვდებოდი, გამიმართლებდა
ნაგვით ვიყავი ავსებული თითქოს ყელამდე,
შენ ჩემს ცხოვრებას მოევლინე შუქის ანთებად
და იმ წუთიდან სამუდამოდ მივხვდი ყველაფერს,

რომ შენ ქალი ხარ, უნაკლო და ნამდვილი ქალი,
შენ მწყურვალისთვის ხარ ცივი წყლით ჭიქის ავსება
და ეგ ხელები მუდამ ცხელი და ოდნავ მკრთალი,
მე ყველაფერზე უფრო მეტად მელამაზება.

ბოლოს ერთხელაც განვმეორდე, ისევ მინდა ვთქვა -
შენ იცი ვინ ხარ? შენ ქალი ხარ, ნამდვილი ქალი
და გეუბნები გამუდმებით, სულ, რომ მიყვარხარ
მე უფრო მეტად, ან შენ უფრო, ან როგორც არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს