ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2018


საგაზაფხულო

ძველ ბლოკნოტს წავაწყდი,სადაც გაზაფხულის ჟამს დაწერილი ლექსები დამხვდნენ მორიდებით ^_^

დღეს ფანჯრებთან მზემ იწვიმა,
გაზაფხული დადგა მოწმედ,
გადმოაგდო ნუშმა კვირტი
ბრძანა,ყველა გადამოწმდეს...

ვინც სიყვარულს მასხრად იგდებს
თითო როზგი დაჰკათ გრძნობის,
რომ შეესხათ მიჯნურთ მადლი
უნარი გვაქვს სწრაფი კვდომის...

ალიონის ძალას ვფიცავ,
თქვენზე ტრფობით დავიღლები,
რომ შემეძლოს სულისნადებს,
გულით ყველგან წავიღებდი...

ნუშის სიტყვა მოისმინეს,
აშრიალდა ყვავილნარი,
გვერდით მორცხვად ამუსიკეს,
გვირილებმა ნაზად ქარი...

08.03.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები