 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 29 ნოემბერი, 2018 |
მესაუბრება ღამით ჩემი პატარა ღმერთი, შუბლზე საკუთარ კვალსაც თვალს გადაავლებს ხოლმე... უსიტყვოდაც კი ხვდება, საუბრისას რაც ვერ ვთქვი, ხან ხერხს მიწუნებს, ხანაც ხერხის გარეშე ღონეს... უძილობა სჭირს მგონი, თუმცა მშვიდია მუდამ, ზეპირად იცის ჩემი წარსულიცა და აწმყოც. მოუკიდია ზურგზე ჩემი ცოდვების გუდა, კარზე იბარებს ჩემს წლებს, ხსოვნის უმაგრეს საძმოს... თავზე ხელს მისვამს, თუკი თავჩაქინდრული მნახა, ასეთ პოზაში უფრო მეტად მოვწონვარ, ვატყობ... უბეშიც მიზის, შუბლზეც, ზოგჯერ მარჯვენა მხართან, მგულშემატკივრობს, როცა თავს ზევითა მაქვს სალტო... ჰო, ასე ვცხოვრობთ მე და ჩემი პატარა ღმერთი, სულ ერთმანეთში ვარკვევთ რაღაც ყველაზე მთავარს. შუბლზე ის მკრთალი ძაფი ვშიშობ, არ გაწყდეს მეთქი, სანამ დავდივარ, ვცხოვრობ და მერეც, როცა წავალ... 28.11.18
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მაგარია <3 სინდისი მართლაც პატარა ღმერთია ბერი გაბრიელიც ამას ამბობდა <3 ძალიან მაგარია <3 სინდისი მართლაც პატარა ღმერთია ბერი გაბრიელიც ამას ამბობდა <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|