ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2018


სევდაქალი

წვიმას წურავდა სევდაქალი,
ფიქრის უბიდან...
დუმილი - ჩუმი დასტაქარი,
სათქმელს უვლიდა...
ღრუბელს ოვალში მოემწყვდია
მთვარე-კამეა.
სევდასთან სტუმრად პოეზია
მთელი ღამეა...
აწვიმდა სახლებს, სახურავებს,
ქალს და განწყობას...
ფეხზე მდგომ კარს კი დახურვამდე
სურდა დაწოლა...
უთქმელი იყო სევდაქალი
თავის ნაწილთან...
მთვარე კი ერთხელ ბედნაცვალი
ღამეს დაცილდა...
  02.02.12

***
წვეთი აბლაბუდას ქსელზე
ჰკიდია, თითქოს მარგალიტობს.
უცებ გამეფიქრა შენზე,
წვიმამ კი უკვე გადაიღო...
ხომ ჰგავს ნაწვიმარი ეს დღე,
ხსოვნიდან მცირე ამონარიდს.
აღარ ვისაუბრებ ბედზე,
მგონი, ჩემსავით მარტო არის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები