ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კურდღლისტუჩა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 თებერვალი, 2009


"მა რად მინდა ეს კურტუმა?!"

ქალაქური ფოლკლორის თაყვანისმცემლებისათვის - მოულოდნელი აღმოჩენაა. ჩემს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას ხელნაწერთა ინსტიტუტში ახალი ნიმუშები აღმოვაჩინე. ჩემმა ხელმძღვანელმა მირჩია, რომ ლიტერატურის მცოდნეთათვის გამეცნო, რათა  კმათი აზრების გათვალისწინებით დამედგინა ამ ნიმუშების ლიტერატურული ღირებულება და შესაბამისად, გამეგრძელებინა თუ არა საკითხის ამ კუთხით გაშლა.
წაიკითხეთ და მირჩიეთ რა ვქნა, თვქენი აზრი მნიშნელოვანია.


კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა, ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. ჩნობილი და დადასტურებული ამბავია, რომ კინტოების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალი იყო. მათი მთავარი ნავსაყუდელი აბანოები იყო და სწორედ იქ დაეჩვივნენ ისინი გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებს, სუმცა ამაზე უფრო ვრცლად
ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
  სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობასა და აფერისტობით ირჩენდა თავს. აი რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: „კინტომ რომ არ მოიტყუოს ალბათ მოკვდება, მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვს გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსსაც ხიირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”

თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ, თუმცა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინეს, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც, ხელზე მოსამსახურეც და ხშირ შემსხვევაში  ჰომოსექსუალიც.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ანუ ცისფერ კინტოს, ამაზე თავის დროზე იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი მწერლებიც  წერდნენ თავიანთ საგაზეთო წერილებში. გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ კინტოები ხრწნიდნენ თბილისის მოსახლეობას და მათმა გარყვნილებამ ისეთი სახე მიიღო, რომ საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ზომის მიღება.
ჩვენს ისტორიაში კი კინტოს სახე სულ სხვაგვარადაა დახატული, კინტოებს ჩვეულებრივ ვაჭრუკანებად მიიჩნევდნენ და მათ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე ახალ ეპოქაში აღარავინ საუბრობდა. თბილისელი კინტოების დიდი ნაწილი საღამოობით ჭრელ აბანოებში იკრიბებოდა და იქ რაც ხდებოდა ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება კინტოების ტანსაცმელს – შავ სატინის შარვალს, ბრტყელ ქუდსა და წითელ ქამარს – ეს წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტაურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტაური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.

ეს ლექსი შაჰქმნილია ტფილისელი კინტოს, ვინმე ბლუ არტურას მიერ მე 19-ე საუკუნის ბოლოს. სიმღერა იმღერება აშუღურ მოტივებზე და შესაბამისად დუდუკის თანხლებით.


მა რად მინდა ეს კურტუმა
თუკი გაცს არ გამაადგა?
მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა
თუ ძმაბიჭებს არ წაადგა.
ძმანო ყველამ ვიდღეგრძელოთ
კაცს უკნიდან ვინც მაადგა
ყველა ბოლოს გამართლდება
ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.

მისამღერი:
სილამაზის ტრფიალება მეკურტუმის ვალია
ყველა კაცი შინაგანად ნართის მრთველი ქალია
თვით ტფილისის ღენერალმა ჩვენი ჭიქით დალია
თანაყოფა სიამეა, უკაცობა გალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები