ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2018


მონოლოგი გათენებისას

დაუკითხავად გაფერმკრთალდა უკუნი ღამე,
მე კიდევ არც მზე არ მჭირდება და არც ნათურა,
ვდგამ ოსტატურად, ძველებურად ჩემს მელოდრამებს -
ბალიში, ცრემლი, ნათხოვარი ლიტერატურა.

ვფიქრობ, სადამდე შეძლებ კიდევ რომ ამიტანო,
კიდევ სადამდე მოგინდება ჩემი გაძლება.
ოთახში მტვერი ახრჩობს ბებერ ფორტეპიანოს -
ემოციურად, გეფიცები, რომ მეც ასე ვარ.

ძილი ჭიქებზე ასჯერ უფრო ხშირად მიტყდება
და მერე თითქოს დრო ჩერდება, სიჩუმეს ვუსმენ
და სწორედ მაშინ, უფრო მეტად ძლიერ მინდება
ჩემი სათქმელით ვამძიმებდე ცარიელ ფურცლებს.

სისულელეა, ალბათ უკვე მალე გამიშვებ,
მოუსვენრობა დატყობიათ შენს ზღაპრულ თვალებს
და მეც არ მინდა, რა თქმა უნდა, სისხლი გაგიშრო,
ვიცი ასეა, ჩემო კარგო, ვიცი დაგღალე.

გათენდა, მორჩა! დილამ ღამე დააპატიმრა
და კიდევ კარგი, სამუდამოდ არა, დროებით,
არ ვიცი როდის წახვალ, მაგრამ უკვე ფაქტია,
რომ ეჭვგარეშე, სამუდამოდ მემახსოვრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს