ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2018


პოეზია და სამოსი

პოეზია სამოსივითაა.
სანამ პატარები ვართ, სტანდარტული საბავშვო სამოსითა და
მშობლების გემოვნებით ვიმოსებით.
მერე ნელ-ნელა ვიზრდებით და ჩვენით ვიწყებთ სამოსის შერჩევას.
სანამ საკუთარი გემოვნება ბოლომდე ჩამოგვიყალიბდებოდეს, სხვადასხვა კატალოგების მეშვეობით, აქტიურად ვეცნობით ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილ მოდელებს, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთი წინამორბედებისგან სწავლობენ და ამ თანმიმდევრობის უწყვეტი ჯაჭვით, მათდაუნებურად, თვით ბუნების მრავალფეროვნებამდე მივყავართ.
ამ ჯაჭვის დასაწყისში, მთელი ყურადღება მხოლოდ საკუთარი თავის შემოსვაზე მახვილდება.
ვიცვლით და ვიცვლით სხვადასხვა ბრენდების სხვადასხვა მოდელებს, მაგრამ საკმარისია ამ თანმიმდევრობით - ზემოხსენებულ პირველწყარომდე, ანუ ბუნების მრავალფეროვნებამდე მივაღწიოთ, რომ ახლა უკვე ჩვენ თვითონ გვიჩნდება სხვისი შემოსვის სურვილი და ამ სურვილთან ერთად, როგორც ჯილდო, შესაბამისი შესაძლებლობებიც გვენიჭება.
ყველაზე ბეჯითები და იღბლის რჩეულები კი თავად ხდებიან ცნობილი ბრენდები...

P.S. როცა მოვკვდები, ჩემი ლექსები გლახაკებს დაურიგეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები