 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2018 |
„ისევე წვიმდა, როგორც მინდოდი“, ისე ვფიქრობდი, რომ არ გინდოდა... გაუტანიათ ქარებს მინდორში მტირალა ფანჯრის უამინდობა. ურტყამდა განცდა ნაფაზს ნაფაზზე, უკრავდა ფირი ხმებით ხრინწიან. მოგონებები ხსოვნის დარბაზში ხვდებოდნენ, დრომ რაც გამოიწვია... ვკეცავდი საბანს, უშენოდ ნასწორს, ბოთლივით ვცლიდი სურვილს ბოლომდე. ჰგავდნენ დღეები თემიდას სასწორს, უნდა მყოლოდი, უნდა მყოლოდი!.. რომ უფრო უკეთ მეგრძნო - ვინა ვარ, შენი ნეკნიდან ჩემს ლავიწამდე. ცხოვრება ერთი გადაფრენაა, მიწიდან ცამდე, ციდან მიწამდე ... მე - არა, შენთან ჩემი წიგნია, ფიქრთა კრებული ერთ დიდ „სტოპ კადრად“... ჩემთან წვიმების გრძელი რიგია, შენთან? - ჰო, ალბათ, უკვე მოგვარდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "შენი ნეკნიდან ჩემს ლავიწამდე. ცხოვრება ერთი გადაფრენაა,"- რა კარგადა გაზომილი აქ დროც და სივრცეც.
"შენი ნეკნიდან ჩემს ლავიწამდე. ცხოვრება ერთი გადაფრენაა,"- რა კარგადა გაზომილი აქ დროც და სივრცეც.
4. პოეტური სახეების ფეივერვერკი. 5 პოეტური სახეების ფეივერვერკი. 5
1. რომ უფრო უკეთ მეგრძნო - ვინა ვარ, შენი ნეკნიდან ჩემს ლავიწამდე. ცხოვრება ერთი გადაფრენაა, მიწიდან ცამდე, ციდან მიწამდე ... რომ უფრო უკეთ მეგრძნო - ვინა ვარ, შენი ნეკნიდან ჩემს ლავიწამდე. ცხოვრება ერთი გადაფრენაა, მიწიდან ცამდე, ციდან მიწამდე ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|