ნინო დარბაისელი
გაუღე კარი - -
(ეტიუდებიდან, დედაჩემისადმი, რომელმაც გამაგებინა, რომ თუ ბედნიერებას კარს არ გაუღებ, უბედურება - შემოგიმტვრევს)
ბედნიერებამ ისე ფრთხილი კაკუნი იცის, ყველა ბინადარს ვერ გააგონებს ამ დედამიწის. ხან - ცერცვის მარცვლად გეჩვენება - სამყაროსხელა, ხან - ვერც გიცნია, ანდა გიჭირს სხვისთვის გამხელა, ახალშობილის საფენიდან თბილად რომ ჟონავს, ერთი გაკრთომით გადაწონის განძს აუწონავს. სადაც სიცოცხლე შეტოკდება, ისიც - იქ არის, ხანაც დამცხრალის გეგონება ლაციცი ქარის. ხან ზვავად მოდის, მიმოანგრევს, რასაც ეხება, ხან ქალწულია მკერდსავსე და ირმისფეხება. დიდხანს დარჩენა არავისთან არა სჩვევია. მუდმივ სადგომად არაფერი აურჩევია. ნუ გეჩვენება ყველაფერი ისევ იმავედ, გაუღე კარი, მოეგებე, დაიბინავე! თუ არ გაუღებ, არ გეგონოს, დაგელოდება, ეგ უგულობა დაგიჯდება ცეცხლის მოდებად, გაუღე კარი, ბედნიერებას გაუღე კარი, თორემ ჰაიდა! არ დადგება დაუდეგარი! სხვას ნუ აბრალებ, ბედს ნურავინ დაემდურება, კარს გადარაზულს შემოგიმტვრევს უბედურება. გაუღე, თორემ გაიტაცებს ქარი მედგარი, კარი გაუღე. ბედნიერებას, გაუღე კარი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა მუხა და ზამთრის თალია. გისურვებთ, ბედნიერებისთვის კარი მუდამ ღია გქონოდეთ და მასაც უყვარდეს იმ კარიდან თქვენთან ხშირი სტუმრობა. მადლობა მუხა და ზამთრის თალია. გისურვებთ, ბედნიერებისთვის კარი მუდამ ღია გქონოდეთ და მასაც უყვარდეს იმ კარიდან თქვენთან ხშირი სტუმრობა.
5. ძალიან მომეწონა. წარმოვიდგინე, თითქოს არიაა რომელიმე ოპერიდან, თითქოს მელოდიაც ჩამესმა და კიდევ უფრო მომეწონა <3
ძალიან მომეწონა. წარმოვიდგინე, თითქოს არიაა რომელიმე ოპერიდან, თითქოს მელოდიაც ჩამესმა და კიდევ უფრო მომეწონა <3
4. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
3. ლოლა მადლობა, ასევე იმედასაც მადლობა, ოღონდ, ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ,, ნუ, რა ვიცი”. თუ არ უნდა, ბედნიერება, კარს ნუ გაუღებს! მე შემიძლია, მხოლოდ ვურჩიო, ძალას ხომ ვერ დავატან’ სხვა მხრივ, ტრადიციული ლექსის ფორმით, ოსტატურად გამოცემული სათქმელია. თუ ეს სტილი არ მოსწონს აგერაა ჩემი გვერდი და უამრავ სრულიად სხვადასხვა სტილის რამეს წააწყდება. სათავისოდ რაღაცას მაინც მიაგნებს.
ლოლა მადლობა, ასევე იმედასაც მადლობა, ოღონდ, ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ,, ნუ, რა ვიცი”. თუ არ უნდა, ბედნიერება, კარს ნუ გაუღებს! მე შემიძლია, მხოლოდ ვურჩიო, ძალას ხომ ვერ დავატან’ სხვა მხრივ, ტრადიციული ლექსის ფორმით, ოსტატურად გამოცემული სათქმელია. თუ ეს სტილი არ მოსწონს აგერაა ჩემი გვერდი და უამრავ სრულიად სხვადასხვა სტილის რამეს წააწყდება. სათავისოდ რაღაცას მაინც მიაგნებს.
1. გეთანხმებით და მომწონს<3 +2(მაქს))) გეთანხმებით და მომწონს<3 +2(მაქს)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|