 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2018 |
ვისაც თვალები დაეხუჭა ჩემი დანახვით, ან ვისაც გული შეეკუმშა ჩემი ცხოვრებით, ვისაც კისერი წაუგრძელდა ჩემი წაქცევით, ვისაც ჩურჩული ამოუძვრა ჩემი აღმა სვლით, ვისაც ღიმილი ჩაეფინა ჩემი ხსენებით, ვისაც ჩასუნთქვა გაუმძაფრდა ჩემი დუმილით, ვისაც ნაფიქრი გაეფანტა ჩემი დამალვით ვისაც ღუმელი ჩაუნელდა ჩემი სტუმრობით, ვისაც კოცონი მიუნავლდა ჩემი სათხოვრით, ვისაც ჰაერი შეეხუთა ჩემი შეხებით, ან ვინც ხელები დაიბანა ჩემში ჩაღვრილი არ გამოჩენილ, უსინათლო ცრემლის წვეთებით, ჩამოირეცხა სიახლოვის მცირე ნიშანიც და ელვასავით უცაბედად გაუჩინარდა, ვისაც სიმშვიდე შეეპარა ჩემი დაღმა სვლით, ვინც დამინახა მომაკვდავი და გამითხარა საფლავი, ნაცვლად იმისა რომ გადავერჩინე, შემომისაზღვრა ადგილი და გაუჩინარდა, შემომილაგა ქვა-ღორღი და გაუჩინარდა, მახსოვრობიდან საბოლოოდ ამომიფერთხა, ამბარის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით, არ ვიმალები, არ ვიფარავ სახეს ტალახით, აქა ვარ ასე დარჩენილი საირმე გზასთან და იფიტება უშობელი ნადირის ტანი. ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია. ვერ დაინახავთ - როგორ დევნის შიშის ნიჟარა ლორწოს, საფარზე რომლის მიღმაც არ დგას არავინ, მაშინ იწყებენ გადაფრენას ლოკოკინები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. :) რა კარგი იყო ცოვხლები რომ ვიყავით:)...წიგნებზე ვამბობ, სხვა არაფერი:) :) რა კარგი იყო ცოვხლები რომ ვიყავით:)...წიგნებზე ვამბობ, სხვა არაფერი:)
18. ბილიარდს ვეთამაშები :) ბილიარდს ვეთამაშები :)
17. ვისაც ნაწერი მოეწონა, და შენი სახე დაუდგა თვალწინ:) ვისაც ნაწერი მოეწონა, და შენი სახე დაუდგა თვალწინ:)
16. +5 გილოს)<3 +5 გილოს)<3
15. მახსოვრობიდან სამუდამოდ ამომიფერთხა,ამბრის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით-ესაა რაც არის)) კარგია. მახსოვრობიდან სამუდამოდ ამომიფერთხა,ამბრის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით-ესაა რაც არის)) კარგია.
13. ) გაუნათლებლობის ზეიმი... ) გაუნათლებლობის ზეიმი...
12. არა ლელა.ასე არ მივიჩნიე,უბრალოდ მინდოდა თავად მოგეხდინათ დაკვირვება სასვენ ნიშნებზე და განსაკუთრებით გამოყოფილ ფრაზაზე -
და იფიტება უშობელი ნადირის ტანი. ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია.
არა ლელა.ასე არ მივიჩნიე,უბრალოდ მინდოდა თავად მოგეხდინათ დაკვირვება სასვენ ნიშნებზე და განსაკუთრებით გამოყოფილ ფრაზაზე -
და იფიტება უშობელი ნადირის ტანი. ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია.
11. ჩემი კომენტარი არმოწონებად მიგიჩნევიათ. არადა პირიქითაა. მომწონს, როცა ლექსი ინტერპრეტაციის საშუალებას მაძლევს. ინდივიდუალური ხელწერა გაქვთ და განსხვავებული სიღრმე. ჩავთვალე, რომ ქვეტექსტებით დატვირთული ლექსების ავტორი იქაც (წინა კომენტარში, სადაც ქება ზედაპირზე არ იდო) მიხვდებიდა ამგვარ განწყობას. :)) ბალახით დასანაყრებლად ჭია მიცოცავსო- ასე გიწერიათ თურმე. ჩემი კომენტარი არმოწონებად მიგიჩნევიათ. არადა პირიქითაა. მომწონს, როცა ლექსი ინტერპრეტაციის საშუალებას მაძლევს. ინდივიდუალური ხელწერა გაქვთ და განსხვავებული სიღრმე. ჩავთვალე, რომ ქვეტექსტებით დატვირთული ლექსების ავტორი იქაც (წინა კომენტარში, სადაც ქება ზედაპირზე არ იდო) მიხვდებიდა ამგვარ განწყობას. :)) ბალახით დასანაყრებლად ჭია მიცოცავსო- ასე გიწერიათ თურმე.
10. ჰო,შენ თითქმის სულ კითხულობ ანანე და ერთ დღესაც მინდა მოვისმინო რა მოაქვთ შენამდე ჩემს ასიმეტრიული სულის ტექსტებს :))) ჰო,შენ თითქმის სულ კითხულობ ანანე და ერთ დღესაც მინდა მოვისმინო რა მოაქვთ შენამდე ჩემს ასიმეტრიული სულის ტექსტებს :)))
9. შენს ნაწერებს რომ ჩავუჯდები ხოლმე ეგ ცალკე ჰობად უნდა გამოვყო. ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით, მისხალ-მისხალ მაგარია. შენს ნაწერებს რომ ჩავუჯდები ხოლმე ეგ ცალკე ჰობად უნდა გამოვყო. ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით, მისხალ-მისხალ მაგარია.
8. უწყვეტი სახის შინაარსი მხოლოდ ზედაპირზე მოფარფატე სიუჟეტში შეიძლება არსებობდეს? სასვენი ნიშნების ისე დასმა როგორც განვსაზღვრე არ უნდა გაძლევდეთ ისეთ განცდას, რასაც ამჟღავნებთ. ნადირი რატომ იფიტება ნორჩი ბალახით კვებისას? - ასე წერია ტექსტში თუ თქვენ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
მგონი ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა თქვენი კომენტარის, თუმცა პასუხებიც აქვეა :))
მადლობა დრო რომ დაუთმეთ ტექსტს. უწყვეტი სახის შინაარსი მხოლოდ ზედაპირზე მოფარფატე სიუჟეტში შეიძლება არსებობდეს? სასვენი ნიშნების ისე დასმა როგორც განვსაზღვრე არ უნდა გაძლევდეთ ისეთ განცდას, რასაც ამჟღავნებთ. ნადირი რატომ იფიტება ნორჩი ბალახით კვებისას? - ასე წერია ტექსტში თუ თქვენ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
მგონი ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა თქვენი კომენტარის, თუმცა პასუხებიც აქვეა :))
მადლობა დრო რომ დაუთმეთ ტექსტს.
7. რთული აღსაქმელია თქვენი ლრქსები. მე კი ლექსში უწყვეტი სახის შინაარს ვეძებ და მცირე განმარტება მაინც მჭირდება. მიმართავს (გმირი) იმას, ვისაც აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახის დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. ეუბნება რომ, განდევნის დამოკიდებულებათა შიშს და გაფრინდება. ასეა? თუ ასეა, შესაბამისი სასვენი ნიშნების დასმა ხომ არ აჯობებს? (მაგ:წერტილმძიმე). ნადირი რატომ იფიტება ნორჩი ბალახით კვებისას? ჭია რასაც უნდა ნიშნავდეს, მგონი ვხვდები რთული აღსაქმელია თქვენი ლრქსები. მე კი ლექსში უწყვეტი სახის შინაარს ვეძებ და მცირე განმარტება მაინც მჭირდება. მიმართავს (გმირი) იმას, ვისაც აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახის დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. ეუბნება რომ, განდევნის დამოკიდებულებათა შიშს და გაფრინდება. ასეა? თუ ასეა, შესაბამისი სასვენი ნიშნების დასმა ხომ არ აჯობებს? (მაგ:წერტილმძიმე). ნადირი რატომ იფიტება ნორჩი ბალახით კვებისას? ჭია რასაც უნდა ნიშნავდეს, მგონი ვხვდები
6. არც უნდა მოეშვათ.შედეგს გამოიღებს :))
გაიხარეთ,მოგიკითხეთ ასევე. არც უნდა მოეშვათ.შედეგს გამოიღებს :))
გაიხარეთ,მოგიკითხეთ ასევე.
5. წავიკითხე როგორც ყოველთვის :)
ნინიასი არ იყოს, რომ არც ვეშვები ;)
მოკითხვა კარგ და საინტერესო ადამიანს წავიკითხე როგორც ყოველთვის :)
ნინიასი არ იყოს, რომ არც ვეშვები ;)
მოკითხვა კარგ და საინტერესო ადამიანს
4. ჩავასწორებ,მადლობა. არა და ლოკოკინებამდე პროლოგი იყო,მთავარი მანდ არის,მაგრამ არა უშავს.თქვენ არასოდეს გინახავთ ლოკოკინების გადაფრენა და ვერც ვერასოდეს ნახავთ :|||
ჩავასწორებ,მადლობა. არა და ლოკოკინებამდე პროლოგი იყო,მთავარი მანდ არის,მაგრამ არა უშავს.თქვენ არასოდეს გინახავთ ლოკოკინების გადაფრენა და ვერც ვერასოდეს ნახავთ :|||
3. ხსეულით - "გაგპარვიათ", ჩაასწორეთ, კარგია, მომეწონა ლოკოკინებამდე ყველაფერი :) ხსეულით - "გაგპარვიათ", ჩაასწორეთ, კარგია, მომეწონა ლოკოკინებამდე ყველაფერი :)
2. საიტზე ატვირთვის თარიღი, დაწერის თარიღს ემთხვევა :)) საიტზე ატვირთვის თარიღი, დაწერის თარიღს ემთხვევა :))
1. ლოკოკინების გადაფრენა- ძალიან შთამბეჭდავი...
თარიღი რატომ არ აწერია ? :) ლოკოკინების გადაფრენა- ძალიან შთამბეჭდავი...
თარიღი რატომ არ აწერია ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|