ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2018


დაკვირვება

ვუყურებ როგორ არწევს მთვარეს ურჩი ღრუბელი,
ვუცდი აწმყოს და წარსულ-მომავლის გარჩევადობა
კვალს მიტოვებდეს,თითქოს სადღაც შორს ვხედავ მოწმეს
ვარსკვლავებს! რომლებმაც არც კი იციან ჩემი გულის მტრული ავადი...
ფურცელიღაა,სადაც ვპოვებ მედგარ ასოებს,
მეგობრად კი მელანი მყავს,ეს არ ორჭოფობს და არც მაღონებს...
დასეტყვილ მიწას ისევ წვიმა თუ უმოწყალებს,
გადუხდის ორმოცს,მიმკვდარი გვირილის ხათრით,
მე კი აქ ვრჩები უცრემლოდ და სინანულს ვიმკი,
თავს კი ვიტყუებ,თითქოს რარიგ ლამაზია ეს პანაშვიდი...
მოკვდა ვენერაც,ჯერ არშობილი
ნიჟარას დაუკარგავს ელვარება მწუხრთა ჯინაზე,
მე კი მივდივარ ახლოს,თუმცა არც ისე სწრაფად
ვამცნო ქალწულებს როგორ უნდა მოთქმით სინაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები