ტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მოაგორებს, კურდღელს მოაქვს სოკო დიდი, სურთ ნაძვისხე რომ მოკაზმონ, სანამ ჩამოწვება ბინდი. ამ ახალ წელს ოცნებებით, სიხარულით ელის ყველა, დღეს შერიგდნენ კრავი-მგელი, კატა-თაგვი, ქათამ-მელა. თოვლის პაპაც ესტუმრებათ, მოაქვს საჩუქრების გროვა, გაბრწყინდება არე-მარე, როცა ტყეში მეკვლე მოვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|