ჩემი თვალების ფირიდან, ხმა მოსჩანს იმ ენის, სურნელს, რომ უფრქვევდა სულიდან ხიმენესს... ჩემი ფიქრების მხრებიდან, ცა უფრო იოლი. მე ხშირად კამიუ, ჰესე და ბიოლიც ... უცხო, მარტოსულ კლოუნებს, სულ ვუყოფ შეზელილს ჰაერთან. გავერთე სიკვდილთან, შევძელი... ჩემი სიცოცხლის მანძილი - ეგ თმები ხვეული... როგორ ვცდებოდი, შენს სულს, რომ ვეტოლებოდი სხეულით... გამაქვს ქალიდან ქარებში, სულს ვბერტყავ, ვინელებ ფიქრებს... ჭილაძეს, ტერენტის, ჩემს ბინელებს, ფანჯრის დაორთქლილ მინიდან, ხელს ვუქნევ, ვათენებ... და შენზე უფრო ახლოა, ახლა რომი და ათენი... მაინც უშენო ქუჩებში, ქალს ვხედავ ვუალით, პარიზზე დიდი ყოფილა, შენი პატარა უარი... ჩემი უძილო თითებით, წერს წერილს ნიზამი, ჩემს სიტყვებს, თურმე ჩემსავით ვერ უვარგოდათ მიზანი... თითქოს ვიყავი მაჯნუნი, და შენ კი ლეილი, მთელი ცხოვრება მოგწერე ელექტრონული მეილით, თუმცა ვერ გაცდა ცის ქარებს... სად ქარი?! სად ენა ?! თურმე მაჭრიდნენ ყოველდღე, სულზე გამობმულ სადენებს... ამიტომ, ჩემი თვალების, ფირს მაჩვენებ თუ არი... შოთაზე დიდი ყოფილა, შენი პატარა უარი ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გულთბილი მოკითხვა მიხეილ :* საინტერესო წელიწადს გისურვებ გულთბილი მოკითხვა მიხეილ :* საინტერესო წელიწადს გისურვებ
3. მოკითხვა კარგ ადამიანს :* მომეწონა ლექსი +5 მოკითხვა კარგ ადამიანს :* მომეწონა ლექსი +5
2. გულთბილი მოკითხვა გიოოო <3 გულთბილი მოკითხვა გიოოო <3
1. ენციკლოპედიაა და ლიტ. სარჩევი, ერთგვარი! :) შენებურია, რაც მთავარია! :) მრავალ შობა-ახალ წელს, მუხბე! :) ენციკლოპედიაა და ლიტ. სარჩევი, ერთგვარი! :) შენებურია, რაც მთავარია! :) მრავალ შობა-ახალ წელს, მუხბე! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|